დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110610094, 16/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200010000.35.139.016030 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ბორჯომი
„ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „ადგილობრივი გადასახადების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 აპრილის №10 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 110411029, 15/04/2011 200010000.35.139.016024):
ა) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებულ №1 დანართის „ქონების გადასახადის განაკვეთები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სხვა მიწებისათვის – 60 ლარს.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში „ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე“ – ზონის დასახელებათა ცხრილის მე-4 ლოტში სიტყვა „სოფლები“ შეიცვალოს სიტყვით „მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
| 4. | მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიები |
1,0
| 0,24 | 0,24 |
“
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები