დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბორჯომში კოტეჯური დასახლება „პატარა გომნას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110610093, 16/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.139.016031 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ბორჯომი
ქალაქ ბორჯომში კოტეჯური დასახლება ,,პატარა გომნას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ 2008 წლის 18 თებერვალს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ აუქციონის წესით გაიყიდა ქალაქ ბორჯომში ,,ახალი გომნის” ტერიტორიაზე 60000 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 401000 ლარად.
მიწის ნაკვეთი შეიძინა ისრაელის მოქალაქემ იეხიამ გერშონის ძე კურმანმა.
აუქციონის ძირითად პირობას წარმოადგენდა პრეტენდენტის მიერ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსის მშენებლობა. მიმდინარე ტერიტორიის და შიდა გზების კეთილმოწყობა, გამწვანება, ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასევე მესხეთის ქუჩიდან ახალ გომნამდე მდინარე მტკვარზე არსებული ამორტიზებული ხიდის ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ტექნიკური, არქიტექტურულ-დიზაინერული მოთხოვნების შესაბამისი ხიდით.
მშენებლობის პერიოდში მუშახელის დაკომპლექტება უნდა განხორციელდეს ბორჯომის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობის ხარჯზე.
იეხიამ გერშონის ძე კურმანის დაკვეთით გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული იქნა კოტეჯური დასახლება ,,პატარა გომნას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ქალაქ ბორჯომში კოტეჯური დასახლება ,,პატარა გომნას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა, თანახმად №1 და №2 დანართებისა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები