„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110610092, 16/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.139.016032
  • Word
18
03/06/2011
ვებგვერდი, 110610092, 16/06/2011
010260020.35.139.016032
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 3 ივნისი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალტეტის საკრებულო დაადგინა:

     მუხლი 1.

1. „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ საკრებულოს 2011 წლის 18 მარის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები(საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 110325009, 31/03/2011 010260020.35.139.016021):

ა) დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის“ მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „გადახდის დამადასტურებელი საბუთი“ შეიცვალოს სიტყვებით „ავტოპარკირების ქვითარი“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ავტოპარკირების ქვითარი – ქაღალდის ან ნებისმიერი სხვა მასალისაგან დამზადებული ბილეთი, ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა, რომელიც ადასტურებს პარკირების საფასურის გადახდის ფაქტს ან საფასურის შემდგომში გადახდის უფლებას;“.

    მუხლი 2.

 დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 საკრებულოს თავმჯდომარე . ქურდაძე