დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110610090, 16/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.139.016034 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2011 წლის 3 ივნისი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №15 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11 – 13.08.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლს დაემატოს მე-4 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გასვლითი სხდომა შესაბამის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში.“.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები