საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4720-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110610086, 10/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016341
  • Word
4720-Iს
31/05/2011
ვებგვერდი, 110610086, 10/06/2011
200000000.05.001.016341
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

1. 168-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში;“;

ა.ბ) გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1 “ ქვეპუნქტი:

„გ 1 ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და იმპორტი, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება);“;

ბ) მე-4 ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;.

2. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;.

 3. 199-ე მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი;.

4. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას, აგრეთვე უცხოეთის დიპლომატიური და მათან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:

ა) უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;

ბ) საქართველოს საქონელი..

5. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე ნაწილი:

„23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოსაყენებლად განკუთვნილი საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობების თვის 2011 წლის 1 იანვრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს იმ საანგარიშო პერიოდში, როდესა ც ხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება. .

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 31 მაისი.

№4720- I