„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 20/11/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.000.441
  • Word
1667
30/10/1998
სსმ, 4, 20/11/1998
230.140.010.05.001.000.441
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით დასაშვებია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეზე კონტროლის განხორციელების სხვა ფორმებიც.“

2. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი, ხოლო მე-5 პუნქტიდან – სიტყვები „(გარდა მაზუთისა)“.

3. მე-18 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ. ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის. რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების იმპორტი“.

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საავიაციო საწვავი, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებები. საქართველოს ტერიტორიაზე ამ საქონლის შემოტანისას გადაიხდევინება საბაჟო გადასახადი ან საბაჟო ორგანოები იტოვებენ საბანკო გარანტიას, ხოლო საერთაშორისო საჰაერო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული მოცულობის მიხედვით იმპორტიორს უბრუნდება გადახდილი საბაჟო გადასახადის თანხა ან უქმდება საბანკო გარანტია;“

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აქციზური მარკის იმპორტი“.

5. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „1998 წლის 1 ოქტომბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1999 წლის 1 აპრილამდე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

1998 წლის 30 ოქტომბერი.

1667–Iს