დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის № 12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 08/06/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110610051, 13/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 300380000.16.009.016020 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №9
2011 წლის 8 ივნისი
ქ. ქუთაისი
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1. „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (სსმ III, 16.07.2009, №87, მუხ. 933) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. მომხმარებელთა ჯგუფზე საერთო ტემპერატურული კორექციის კოეფიციენტის განსაზღვრა და ამ კოეფიციენტის გამოყენებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა მომხმარებელზე (ან მომხმარებლებზე) დაუშვებელია, გარდა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა, რომლითაც დგინდება ასევე ამ გამონაკლისების მოქმედების პერიოდი.“
2. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მიმწოდებელს უფლება არა აქვს საცალო მომხმარებელთან ხელშეკრულების გაფორმების ან მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელშეკრულებაში მის მიერ საჯაროდ შეთავაზებულზე (გამოცხადებულზე) მეტი ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრა.“
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
კომისიის წევრი ი. ქავთარაძე
კომისიის წევრი ზ. გაბელაია
კომისიის წევრი ს. მესხი
დოკუმენტის კომენტარები