დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიოტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110610024, 10/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016138 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №69
2011 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე -2 მუხლის მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ცენტრები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ და „ზ1.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.
2. 21 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) მიიღონ განცხადება პასპორტის და საინფორმაციო ბარათის განცხადების წარდგენის დღესვე გაცემის თაობაზე და გასცენ შესაბამისი დოკუმენტი ;“.
3. 21 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განახორციელონ საინფორმაციო ბარათის გაცემის უზრუნველყოფისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.
4. 21 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სააგენტოს ძველი თბილისის და ბათუმის სამსახურები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის თბილისის და ბათუმის ცენტრები.“.
5. 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:
„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , ახორციელებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო -სამისამართო ბიურო.“.
6. მე-3 მუხლი ს 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„41. სამსახურის უფროსის მოადგილეები სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით კურირებენ სამსახურში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს და ხელს აწერენ ამავე სფეროში მომზადებულ დოკუმენტებს . მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები