ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 24/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 27/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.011.005913
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
24/06/2003
სსმ, 64, 27/06/2003
300380000.16.011.005913
ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/06/2003 - 06/11/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.161.0111.23.005.913

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №12

2003 წელი  24 ივნისი 

ქ. თბილისი

ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ

“ნავთობისა და გაზის შესახებ” და საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს “ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის განაცხადის” ფორმა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ითონიშვილი

 

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

თბილისი 380077 ყაზბეგის გამზირი 45; ტელ.ფაქსი 253 311;  E-მაილ: sarogt@access.sanet.ge

 

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

 

საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად

 

განაცხადის წარმდგენი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

საწარმოს ადგილმდებარეობა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ტელ. -------------------------- ფაქსი ---------------------------- ელ.ფოსტის მისამართი ----------------------------------------------

 

გთხოვთ მომცეთ საქმიანობის ლიცენზია -----------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                                                                                                         (საქმიანობის სახე)

 

 

განაცხადს თან ერთვის:

 

 განსახორციელებელი, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის       დეტალური აღწერა;

 მმართველი პერსონალის რეკვიზიტები;                                   

 ინფორმაცია ქარხნის 5%-ზე მეტი აქციების ან მოგების პროცენტის მფლობელების შესახებ;

 ცნობა ფინანსური  მდგომარეობის შესახებ; 

 ქარხნის ტექნიკური პროექტი;

 დოკუმენტი განმცხადებლის კვალიფიკაციის შესახებ;

 განმცხადებლის გარანტია სააგენტოსადმი სრული ინფორმაციის მიწოდებაზე;

 დოკუმენტი მიწით სარგებლობის უფლების შესახებ;

 გადასახადის გადამხდელის საინდენტიფიკაციო კოდი;

 საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირის საქართველოში წარმომადგენლობის                          რეგისტრაციის ადგილი და რეგისტრაციის ორგანო.

 გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

 

 

საწარმოს წარმომადგენელი:

----------------------------------------------------------------------                                                                                                      -------------------------------------------------------------

(თანამდებობა, გვარი, სახელი)                                                                   (ხელმოწერა)

 

------------------------------------------------------------------------------------                                                                ბ. ა.

                                                                                                       “ --------“  “--------------------------------“ 200  წ.

 

 

საქმიანობის ლიცენზიის განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტების შინაარსი

 

1. განსახორციელებელი საქმიანობის დეტალურ აღწერა – ინფორმაცია ტექნიკური პროექტის შემდგენი ორგანიზაციის და საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციის შესახებ, განმცხადებლის მიერ ნედლეულის მიღების შესაძლო წყაროს შესახებ, გამოშვებული ან მოსალოდნელი პროდუქციის რაოდენობის (სახეობების მიხედვით) შესახებ, პროდუქციის სავარაუდო თვითღირებულების და რეალიზაციის ადგილის შესახებ. ყველა იმ   პირმა   რომელიც   აპირებს ააშენოს ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ბიზნეს-გეგმა.

2. ინფორმაცია ქარხნის 5%-ზე მეტი აქციების (ან წილის) მფლობელების შესახებ – დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი უნდა იყოს ყველა იმ პირის სახელი, გვარი და მისამართი, რომელიც ფლობს კომპანიის აქციების (ან წილს) 5%-ს ან მეტს (სასამართლო დადგენილების ასლი ან სხვა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი).

3. ცნობა ფინანსური მდგომარეობის შესახებ – დოკუმენტი, რომელშიც მითითებულ იქნება, რომ  განმცხადებელი ფლობს საკმარის ფინანსურ სახსრებს საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა (ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება, ბოლო 2 წლის ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი, საკუთარი კაპიტალის უწყისი და საერთაშორისო სტანდარტებით შესრულებული აუდიტორული დასკვნა), იმ თანხის წყაროს მითითებით, რომელსაც იგი გამოიყენებს საქმიანობისათვის (საკუთარი სახსრები ან კრედიტი) ბანკის კრედიტის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს საკრედიტო ხელშეკრულების ასლი.

4. ქარხნის ტექნიკური პროექტი უნდა მოიცავდეს: ქარხანაში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიური პროცესების, ასევე ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების დეტალურ აღწერას, ტექნოლოგიური რეჟიმის ნორმებს, ტექნოლოგიური პროცესის ანალიტიკურ ცონტროლს, პროდუქციის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლს, გარემოს დაცვის საკითხებს, წარმოების პროცესში უსაფრთხოების დაცვის წესებს, სახანძრო უსაფრთხოების დაცვის სისტემის აღწერას და სხვა ტექნიკურ საკითხებს.

5 დოკუმენტი განმცხადებლის კვალიფიკაციის შესახებ – ინფორმაცია განმცხადებლის  ან კონტრაქტორის/ ქვეკონტრატორის გამოცდილების  (კვალიფიკაციის) შესახებ, რომელიც აშენებს ან ექსპლუატაციას გაუწევს ქარხანას და იმ ქვეყნების სია, სადაც ის მუშაობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ასევე ლიცენზიის მფლობელის მუშაკთა ან კონტრაქტორის/ქვეკონტრაქტორის  კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

6. განმცხადებლის გარანტია სააგენტოსადმი სრული ინფორმაციის მიწოდებაზე – გარანტია, წარუდგინოს სააგენტოს ანგარიში გადამუშავებული ნედლეულისა და წარმოებული პროდუქციის რაოდენობების ჩვენებით, ასევე წარუდგინოს ინფორმაცია საქმიანობის ფინანსური შედეგებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის შესახებ.   

6. დოკუმენტი მიწით სარგებლობის უფლების შესახებ – განმცხადებლის მიერ მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საიჯარო ხელშეკრულების ასლი.  საჭიროების  შემთხვევაში მიწის კერძო მესაკუთრის წინასწარი თანხმობა საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი მიერ ნავთობის გადამუშავების მიზნით მისი მიწის ფართობის გამოყენებაზე.

7. გადასახადის გადამხდელის საინდენტიფიკაციო კოდი – საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო კოდი.