ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

  • Word
ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 24/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 27/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 19/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.011.005908
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10
24/06/2003
სსმ, 64, 27/06/2003
300380000.16.011.005908
ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/06/2003 - 06/11/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.161.0111.23.005.908

საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №10

2003 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ

“ნავთობისა და გაზის შესახებ”, “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” და “სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს “ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების საქმიანობის ლიცენზიის” ფორმა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ითონიშვილი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ნავთობის და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო

 

ლ ი ც ე ნ ზ ი ა

 

სერია ________                                                                _______

 

გაცემულია ___________________________________________________________________________

(იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება, მისამართი)

 

______________________________________________________________________________________

 

“ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს განახორციელოს ______________________________________

 

 ________________________________________________________________________________________________________________________

(საქმიანობა)

 

აწარმოოს __________________________________________________________________________________________________________

(პროდუქციის სახეობა)

 

მისთვის ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიაზე _________________________________________________

 _______________________________________________________________________________________________________________________

(ადგილმდებარეობა, ქალაქი, რაიონი, სოფელი)

 

და წარმართოს აღნიშნული საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობებისა და ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

ლიცენზიის გაცემის თარიღი _____ __________________ ______

 

ლიცენზია გაცემულია ______ წლით

 

ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდება, შეჩერდება ან შეწყდება “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

 ნავთობისა და გაზის

რესურსების მარეგულირებელი

 სახელმწიფო სააგენტოს

 უფროსი                                                                                        გ. ითონიშვილი

 

ბ.ა.

 

ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით

 

 

ლიცენზიის პირობები:

 

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

 

 სააგენტოსაგან მიიღოს ნავთობის გადამუშავებასთან და გაზის დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების ნებართვა;

§ საქმიანობაში გამოყენებული ნედლეულის ან წარმოებული ნავთობპროდუქტების შეცვლისათვის და მოდიფიკაციისათვის მიიღოს საგენტოს ნერათვა;

 გადაიხადოს რეგულირების საფასური სააგენტოს ნორმატიული აქტის შესაბამისად;

 დაიცვას ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული ტექნოლოგიური რეგლამენტი და მასთან დაკავშირებული სააგენტოს სამართლებრივი აქტების მოთხოვნები;

§ დაიცვას პროდუქციის ხარისხი საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ნედლეულის, გამოშვებული და რეალიზებული პროდუქციის გაზომვა/აღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

§ წარუდგინოს სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში გადამუშავებული ნედლეულისა და წარმოებული პროდუქციის (სახეობების მიხედვით) რაოდენობების ჩვენებით. ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს ნედლეულის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხის შესაბამისობის სერიფიკატები საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

§ საქმიანობის ფართობი გამოიყენოს მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის;

§ სახელმწიფო სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია საქმიანობის ფინანსური შედეგებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

§ ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ქარხნის ტერიტორიაზე (ან საქმიანობის ფართობზე) სააგენტოს ინსპექტორების მუშაობას;

 საქმიანობის განხორციელებისას ყველა ზომა მიიღოს, რათა არ მიაყენოს ზიანი გარემოს და საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს;

 ფინანსურად აგოს პასუხი ზიანისათვის (ადამიანთა სხეულის დაზიანება, დაავადება, სიკვდილი, ქონებრივი ზიანი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და სხვა), რომელიც გამოწველუია ლიცენზიით განსაზღრულ საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედებით ან უმოქმედობით;

 

დაიცვას გარემოსდაცვითი უსაფთხოების მოთხოვნები ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 

 დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 უზრუნველყოს ყველა საწარმოო დანადგარისა და მოწყობილობის გამართული მუშაობა, პერსონალის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 ჩაატაროს პერსონალის უსაფრთხოების წესების დაცვის პირველადი და პერიოდული ინსტრუქტაჟი, უზრუნველყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სწავლება საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 შექმნას საწარმოში ინდივიდუალური დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გამართულად მოქმედი სისტემა საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 შეაჩეროს დანადგარებისა და მოწყობილობების მუშაობა, შეცვალოს ან მოდერნიზება გაუკეთოს ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

§ შეიმუშაოს შესაძლო ავარიების შეზღუდვის, არასასურველი შედეგების ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის გეგმა საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

§ პერსონალის სერიოზული ტრავის, მოწყობილობის ავარიის, ხანძრის ან აფეთქების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საქმიანობა, დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას მიყენებული ზიანი. ამ შემთხვევებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია და ანგარიში დაუყონებლივ აცნობოს და წარუდგინოს სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 საქმიანობის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ქარხნის ეფექტიანი, უსაფრთხო და ოპერატიული დახურვა, აგრეთვე ლიკვიდაციის შემთხვევაში წარუდგინოს სააგენტოს საწარმოს ლიკვიდაციის გეგმა და განახორციელოს სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

 დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და სააგენტოს სამართლებრივი აქტები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გავეცანი ლიცენზიის პირობებს და ვკისრულობ შევასრულო.

ლიცენზიის მიმღები

 

იურიდიული ან ფიზიკური პირის

მისამართი, რეკვიზიტები

 

____________________________________      

____________________________________

                                (ლიცენზიის მიმღების ხელმოწერა)

____________________________________

 ბ.ა.

____________________________________

 «          «

                                                                                                  ______   ________________ 200 წ

_____________________________________

 

 

ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობის შეუსრულებლობისათვის იურიდიულ, ფიზიკურ პირებს (მათ ხელმძღვანელებს) ეკისრებათ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სხვა სახის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ლიცენზიის ყალბი ფორმის დამზადება ისჯება კანონით.