დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 04/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 06/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.13.007.006053 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/09/2003 - 16/01/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.053
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №12/2003
2003 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 20 ივნისის №4/2003 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. რეგლამენტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის “დ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე-2 წინადადება: “ამასთან, კომისიის აპარატის ყველა სამუშაო ოთახში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ოთახისა (ოთახებისა), უცხო პირთა შესვლა დაიშვება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა ან აპარატის უფროსის სათანადო ნებართვის საფუძველზე.”.
2. რეგლამენტის მე-7 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“გ) ყველა განყოფილება, როგორც წესი, ვალდებულია:
გ.ა) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტები გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო განყოფილებას;
გ.ბ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებები გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო განყოფილებას.”.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები