დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1292 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 29/12/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.007984 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2005 - 02/03/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.007.984
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1292
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი №7; ქ. თბილისი, იუმაშევის №14; ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისა); ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული ტიპის საბაჟო საწყობის მფლობელი იმპორტიორის საქონლის საბაჟო გაფორმებას); ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი; აგრეთვე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა) – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №823 და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №876 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის.”.
2. მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საბაჟო გაფორმების ქუთაისის განყოფილებას – წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო-კემპინგი” (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურელი ტიპის საბაჟო საწყობის მფლობელი იმპორტიორის საქონლის საბაჟო გაფორმებას)”.
3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული 700 ლარამდე ღირებულების საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე ექვემდებარება გაფორმებას იმ სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტში (საბაჟო საგუშაგოში), სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გადაკვეთა (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის – ,,წითელი ხიდისა”).”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები