დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თვითმმართველი ქალაქი რუსთავის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 18 აპრილის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 08/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110609019, 10/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240140000.35.160.016076 |
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №93
2011 წლის 8 ივნისი
ქ. რუსთავი
,,თვითმმართველი ქალაქ რუსთავის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 18 აპრილის № 82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 18 აპრილის №82 დადგენილებით (სიიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. პორტალი 110419009, 28/04/2011) დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესში:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ძირითადი საშუალებების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებას და სამართლებრივი აქტის პროექტს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერი წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს. გადაწყვეტილებას კი იღებს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო.“.
2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე გადაცემასთან დაკავშირებით წინადადებას და სამართლებრივი აქტის პროექტს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერი წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს. გადაწყვეტილებას კი იღებს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო.
3. მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწარმოს კაპიტალის გაზრდის ან/და შემცირებასთან დაკავშირებით წინადადებას და სამართლებრივი აქტის პროექტს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერი წარუდგენს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, გადაწყვეტილებას კი იღებს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო.“.
4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საწარმოს მიერ სხვა საწარმოთა კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით საკრებულოსთან შეთანხმებით. შესათანხმებელ საკითხთან დაკავშირებით წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერი.“.
5. მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ძირითადი საშუალებების გაყიდვა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით საკრებულოსთან შეთანხმებით. შესათანხმებელ საკითხთან დაკავშირებით წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერი.“.
6. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით გაყიდვას ახორციელებს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ შექმნილი შესაბამისი სააუქციონო კომისია.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები