შპს "კონელტექი‘‘-ს გაკოტრების მმართველის განცხადება აუქციონის გამოცხადების შესახებ

  • Word
შპს "კონელტექი‘‘-ს გაკოტრების მმართველის განცხადება აუქციონის გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "კონელტექი"
მიღების თარიღი 08/06/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110609016, 10/06/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
08/06/2011
ვებგვერდი, 110609016, 10/06/2011
შპს "კონელტექი‘‘-ს გაკოტრების მმართველის განცხადება აუქციონის გამოცხადების შესახებ
შპს "კონელტექი"

განცხადება

შპს „კონელტექის“ გაკოტრების მმართველის განცხადება აუქციონის გამოცხადების შესახებ

შპს „კონელტექის“ გაკოტრების მმართველი თემურ მამასახლისი აცხადებს  აუქციონს შპს „კონელტექის“ სამეურვეო ქონების (აქტივი), კერძოდ, ჰაერის კომპრესორის   რეალიზაციაზე, რომლის საწყისი ღირებულებაა 950 ლარი.

 აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს.

 

 აუქციონში მონაწილეობა, თანხის გადახდის  ვადები და ვალდებულებები:

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მონაწილმ წინასწარ უნდა გადაიხადოს ბე _ სარეალიზაციოდ გამოტანილი ნივთის საწყისი ღირებულების 10%.

მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ორი კალენდალური დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ობიექტის საბოლოო გასაყიდი ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება ობიექტზე და ბეს შენატანი არ დაუბრუნდება. ბეს შენატანი არ დაუბრუნდება ასევე აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ გამარჯვებულ მონაწილეს.

 

 ინფორმაცია  აუქციონის ჩატარების შესახებ       

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, გამოქვეყნებიდან 2011 წლის 22 ივნისის  ჩათვლით, ქ. თბილისში, ჩაჩავას ქუჩა №8-ში, შპს „კონელტექის“ ოფისში, 10 სთ-დან 17:00  სთ-მდე.

აუქციონი გაიმართება 2011 წლის 25 ივნისს, 12.00 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქუჩა №8.

 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. განაცხადი;  

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

3. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით.

 4. იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან და ქონების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.

 

გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).

 

დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საკონტაქტო ტელეფონზე: 899980280, საკონტაქტო პირი ნინო შერმაზანაშვილი.