„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5604
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 26/12/2007
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 360.000.000.05.001.003.080
  • Word
5604
14/12/2007
სსმ, 47, 26/12/2007
360.000.000.05.001.003.080
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

              მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქმიანობა“ – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) „სამინისტრო“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრიობის ინფორმირების მიზნით სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ეროვნულ მოხსენებას გარემოს მდგომარეობის შესახებ.“.

4. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ეკომარკას ანიჭებს სამინისტროსთან არსებული ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.“.

5. VI თავი ამოღებულ იქნეს.

6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვას, ანგარიშგებასა და შეფასებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

7. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

8. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გამოყენების ნორმებს და ამ ქიმიურ საშუალებათა (ნივთიერებათა) ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და დებულებით „გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ“ ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

9. 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარემოზე დატვირთვის ნორმებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“.“.

10. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკვებ პროდუქტებში ქიმიურ ნივთიერებათა რაოდენობის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა

1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებისა და ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“.“.

12. 36-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.“.

14. 38-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 14 დეკემბერი

№5604–რს