დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/01-01/133 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 15/10/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300320000.11(1).040.005531 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2002 - 17/07/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.11.104.005.531
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის
ბრძანება №01/01–01/133
2002 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
იმ საქონლის (პროდუქციის, მომსახურების) ნუსხის (ნომენკლატურის) დამტკიცების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ფასების (ტარიფების) სახელმწიფო რეგულირება
„ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 7 და 10) და საქართველოს პრეზიდენტის ა/წ 9 მარტის №282 განკარგულების ,,2001 წლის საქართველოს ეკონომიკური ფუნქციონირების ძირითადი შედეგებისა, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირების უახლესი ამოცანების შესახებ” (მუხლი 1, პუნქტი ,,დ”) თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს იმ საქონლის (მომსახურების) ნუსხა, რომელზეც უნდა გავრცელდეს ფასების სახელმწიფო რეგულირება:
ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების და მიწოდების (მწარმოებელი და გამანაწილებელი კომპანიებისათვის, აგრეთვე სამომხმარებლო ტარიფი ცალ-ცალკე) ტა-რიფები;
ბ) ნავთობის ტრანსპორტირება მაგისტრალური მილსადენების გამოყენებით;
გ) ელექტროენერგიის მიწოდების (მწარმოებელი და გამანაწილებელი კომპანიებისათვის, აგრეთვე სამომხმარებლო ტარიფი ცალ-ცალკე), გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფები;
დ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამებით და/ან სახელმწიფო სტანდარტებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ტარიფი; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების ფასი;
ე) კავშირგაბმულობის სფეროში გაწეული მომსახურების ფასები (ტარიფები);
ვ) სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის მომსახურების ტარიფი, საზღვაო ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ტარიფი და მცურავი საშუალებების მომსახურების ტარიფი;
ზ) საჰაერო მოძრაობის მარშრუტზე სადისპეტჩერო მომსახურების ფასი (ტარიფი);
თ) სააეროდრომო სადისპეტჩერო მომსახურების ფასი (ტარიფი);
ი) ავტოტრანსპორტის ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკური დათვალიერებისა და დიაგნოსტიკური შემოწმებისათვის გაწეული მომსახურების ტარიფები;
კ) საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ტარიფი;
ლ) ,,საქპატენტის” მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების ფასი (ტარიფი);
მ) საგადასახადო მიზნებისთვის ბნებრივი რესურსების ფასები;
ნ) სამინისტროებისა და უწყებების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები (ფასები).
2. ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ რეგულირდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადგენილი ფასები (წყალმომარაგების საწარმოების მომსახურება; ტექაღრიცხვის ბიუროს მომსახურების ფასები; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; საქალაქო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; ლიფტების მომსახურება).
3. ამ ბრძანების 1-ლი პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ,,ბ” ქვეპუნქტი რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე; ,,ე” ქვეპუნქტს არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ,,ვ”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები რეგულირდება სატრანსპორტო სფეროს შესაბამისი ადმინისტრაციის მიერ და ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო; ,,ი” ქვეპუნქტი რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონის საფუძველზე.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანება.
5. ბრძანება ძალაში შედის მის ოფიციალურ ბეჭვდით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაჩეჩილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები