დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 15/10/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.11(1).150.005528 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/10/2002 - 17/07/2006)
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 310.050.000.11.115.005.528
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №63
2002 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, 22-ე და 23-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის „ბუნებრივ მონოპოლიათა სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 22 თებერვლის №95 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტების სახელმწიფო რეესტრის შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2001 წლის 15 ივნისის №235 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტებში სააეროდრომო-სადისპეტჩერო მომსახურების ტარიფები”.
2. ბრძანება ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით
ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
დანართი
საქართველოში საქაერონავიგაციის აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფები
1. საქართველოში საქაერონავიგაციის აფრენა-დაფრენის მომსახურებისათვის:
ა) იმ ხომალდებისათვის, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 14 ტონას – 7,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
ბ) იმ ხომალდებისათვის, რომლთა მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 14 ტონას – 2,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
2. არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო სათადარიგო აეროდრომზე დაშვებისას, ტექნიკური გაუმართაობისას ან ისეთი სიტუაციისას, როგორიცაა „ავადმყოფი ბორტზე, საჰაერო ხომალდის საცდელ-სავარჯიშო ფრენები აეროდრომის რაიონში, რადიო-ნავიგაციურ მოწყობილობათა შემოფრენა” აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება 4 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე.
3. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში – ლარში, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით.
4. მომსახურების ტარიფის გადახდისაგან გადამზიდველი გათავისუფლებულია საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, უბედური შემთხვევისას თვითვმფრინავის დაშვების დროს და საჰაერო დაშვებისას საგანგებო ვითარებაში.
დანართი
საქართველოს აეროპორტებში (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, სენაკის, თელავის) აფრენა-დაფრენის სააეროდრომო-სადისპეტჩერო მომსახურების ტარიფები
1. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის სააეროდრომო-სადისპეტჩერო მომსახურებისათვის დამტკიცდეს შემდეგი ტარიფები:
ა) იმ ხომალდებისათვის, რომელთა მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 14 ტონას – 7,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო იმ ხომალდებისათვის, რომლებიც ასრულებენ რეისებს საქართველოს ფარგლებში 5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე;
ბ) იმ ხომალდებისათვის, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 14 ტონას – 2,5 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
გ) არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების გამო სათადარიგო აეროდრომზე დაშვებისას, ტექნიკური გაუმართაობისას ან ისეთი სიტუაციისას, როგორიცაა „ავადმყოფი ბორტზე, საჰაერო ხომალდის საცდელ-სავარჯიშო ფრენები აეროდრომის რაიონში, რადიონავიგაციურ მოწყობილობათა შემოფრენა” აფრენა-დაფრენის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება 4 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის ყოველ ტონაზე.
2. მომსახურების ტარიფის გადახდისაგან გადამზიდველი გათავისუფლებულია საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, უბედური შემთხვევისას თვითმფრინავის დაშვების დროს და საჰაერო დაშვებისას საგანგებო ვითარებაში.
3. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში – ლარში, მომსახურების დღისათვის არსებული კურსის მიხედვით.
საქართველოს აეროპორტებში (თბილისის, ფოთის, სენაკის, თელავის, ქუთაისისა და ბათუმის) საჰაერო ხომალდების მომსახურების ღირებულება მაქსიმალური ასაფრენი მასის 1 ტონაზე
| № | ხარჯების დასახელება | თანხა ლარი | თანხა დოლარი |
| 1 | ხელფასი | 4,54 | 2,22 |
| 2 | სოცგადასახადი 27% | 1,23 | 0,6 |
| 3 | დასაქმების ფონდი 1% | 0,05 | 0,02 |
| 4 | სამედიცინო დაზღვევის ფონდი | 0,14 | 0,07 |
| 5 | წყლის ხარჯი | 0,17 | 0,08 |
| 6 | ელენერგიის ხარჯი | 0,17 | 0,08 |
| 7 | საწვავის ხარჯი | 1,23 | 0,6 |
| 8 | ავტოტრანსპორტის შენახვის ხარჯი | 0,6 | 0,3 |
| 9 | კავშირგაბმულობის ხარჯი | 0,14 | 0,07 |
| 10 | შენობა-ნაგებობათა შენახვის ხარჯი | 0,7 | 0,35 |
| 11 | სამივლინებო ხარჯები | 0,04 | 0,02 |
| 12 | ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია | 2,68 | 1,33 |
| 13 | არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია | 0,07 | 0,04 |
| 14 | სხვადასხვა საწარმოო ხარჯები | 0,49 | 0,24 |
| 15 | ზედნადები ხარჯები | 0,1 | 0,06 |
| 16 | რეგულირების საფასური | 0,6 | 0,3 |
| 17 | სულ | 12,95 | 6,15 |
|
| საგზაო ფონდი 1% | 0,13 | 0,06 |
| 18 | სამეწარმეო გადასახადი 1% | 0,13 | 0,06 |
| 19 | რენტაბელობა 20% | 2,09 | 1,04 |
| 20 | სულ დღგ-ის გარეშე | 15,30 | 7,50 |
აფრენა-დაფრენის სააეროდრომო დისპეტჩერული
მომსახურებისათვის ხარჯების კალკულაცია
(სხ მაქსიმალური ასაფრენი მასის 1 ტონაზე)
შპს „საქაერონავიგაცია”
ცხრილი 4
| № | ხარჯების სახეობანი | ხარჯები აფრენა-დაფრენისათვის | ||
| სულ | 1 ტონაზე | |||
| ათ. ლარი | ლარი | $ | ||
| I | პირდაპირი ხარჯები | 1425,3 | 5 | 2,5 |
| 1 | მასალები და სათადარიგო ნაწილები | 133,8 | 0,6 | 0,3 |
| 2 | ელ. ენერგია, წყალი | 187,5 | 0,6 | 0,3 |
| 3 | არხების არენდა, კავშირგაბმულობა | 42,0 | 0,2 | 0,1 |
| 4 | საწვავ-საცხები მასალები | 55,9 | 0,2 | 0,1 |
| 5 | ავიამეტეოცენტრი | 14,8 | 0,2 | 0,1 |
| 6 | სამივლინებო ხარჯები | 209,5 | 0,4 | 0,2 |
| 7 | კადრების გადამზადება | 152,7 | 0,4 | 0,2 |
| 8 | გადასახადები | 197,5 | 0,6 | 0,3 |
| 9 | რეგულირების საფასური | 144,3 | 0,6 | 0,3 |
| 10 | კრედიტის გადასახადის % | 187,3 | 1,2 | 0,6 |
| II | ძირითადი ფონდების ამორტიზაცია | 953,4 | 4,1 | 2,0 |
| III | შრომის ანაზღაურების ფონდი | 813,8 | 3,4 | 1,7 |
| IV | ანარიცხები სოც. უზრუნველყოფაზე | 252,3 | 1,1 | 0,5 |
| V | ქონების დაზღ. გადასახ. | 169,3 | 0,7 | 0,4 |
| VI | ზედნადები ხარჯები | 189,4 | 0,8 | 0,4 |
|
| სულ მომსახურების გადასახადი | 3803,5 | 15 | 7,5 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები