დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110609005, 13/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016086 |
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 27
2011 წლის 8 ივლისი
ქ. ხონი
,,ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის № 17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტებრის № 17 დადგენილებაში (სსმ V, 27.09.2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. „საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (ტექსტში შემდგომ _ „უფროსი“), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას.
3. სამსახური თავისი საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო მოსამსახურეების მეშვეობით.
4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: საბიუჯეტო განყოფილება, სახაზინო მომსახურების განყოფილება და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება (ბუღალტერია), რომელთაც ხელმძღვანელობენ განყოფილების გამგეები.
5. სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციებია:
ა) საბიუჯეტო განყოფილება _ ბიუჯეტის პროექტის, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, დამტკიცებული ბიუჯეტის განწერა თვეებისა ან /და კვარტალების მიხედვით და გამოყოფილი ასიგნებების შესახებ თითოეული მხარჯავი დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდება; საბიუჯეტო ვადების აღრიცხვა, სარეზერვო ფონდის ხარჯების აღრიცხვა; დამტკიცებული ბიუჯეტის განწერის საფუძველზე თითოეული მხარჯავი სუბიექტის მიხედვით ხარჯების ლიმიტებად დაყოფა და ბიუჯეტის ცვლილებების კვალობაზე ამ ლიმიტების დაზუსტება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნებების ფარგლებში თანხის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ ცვლილებების მომზადება და დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტება ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით, ამ ცნობის ერთი ეგზემპლარის სახაზინო მომსახურების განყოფილებისათვის გადაცემა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მისთვის გასაგზავნად ინფორმაციის მომზადება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ; კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება კანონმდებლობის შესაბამისად და სამსახურის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების განხორციელება;
ვ) სახაზინო მომსახურების განყოფილება – ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება საბიუჯეტო დაწესებულებებიდან ხარჯთა ნუსხების მიღება; საბიუჯეტო ორგანიზაციებოის მიერ წარმოდგენილი ვალდებულებებისა და საგადასახადო მოთხოვნების მიღება-შემოწმება და დარეგისტრირება; სამსახურის უფროსის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო განყოფილების მიერ, გადმოცემული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციის დაზუსტებული გეგმისა და ბიუჯეტის ფაქტობრივი შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო ასიგნებების გაცემა; ბიუჯეტის გადასახდელების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა; კანონმდებლობის შესაბამისად და სამსახურის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების განხორციელება;
გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება (ბუღალტერია)– სამსახურის ხარჯთა ნუსხის შედგენა და სახაზინო მომსახურების განყოფილებაში წარდგენა; სამსახურისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ხარჯების აღრიცხვა; საბიუჯეტო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებული შემოსულობების აღრიცხვა; ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახადების, ნაშთის ცვლილებებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით ანგარიშის მომზადება, ამ შემოსულობების დამტკიცებული გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადება, საბიუჯეტო დაწესებულებების ხარჯთანუსხების შესრულების ანგარიშების მიღება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებისა და ბალანსის შედგენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა; აღებული სესხების აღრიცხვა და გაცემული სესხების მართვა; სახაზინო მომსახურების განყოფილებაში საგადასახადო მოთხოვნის რეგისტრაციის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებისათვის მიღებული საგადასახადო დავალებების დამუშავება, მომზადება და მომსახურე ბანკში წარდგენა გასანაღდებლად; ნაღდი ანგარიშსწორებისათვის საფულე ჩეკის გამოწერა მოლარის სახელზე, მომსახურე ბანკიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ ხარჯების საბოლოო დადასტურება და საბიუჯეტო განყოფილებისათვის და მხარჯავი დაწესებულებისათვის შეტყობინება; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სამსახურის უფროსის დავალებით საფინანსო-საბუღალტრო პროცესის სხვა ფუნქციების განხორციელება.
6. განყოფილების გამგე უძღვება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს ქვედანაყოფის მუშაკთა მიერ თავიანთი უფლება-მოვალეობის შესრულებას, პასუხისმგებელია დებულებით განყოფილებისათვის დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე.
7. სამსახურის განყოფილებათა გამგეებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი სამსახურის უფროსის წინადადების საფუძველზე.
8. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები