“საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1639
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.000.434
  • Word
1639
13/10/1998
სსმ, 2, 26/10/1998
220.010.000.04.001.000.434
“საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №27-30, მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განახორციელოს საბანკო საქმიანობის ლიცენზირება და ზედამხედველობა“.

2. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „მუხლი 48. ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა

ეროვნულ ბანკს ეკისრება პასუხისმგებლობა:

ა) სავალუტო ბაზარზე ოპერაციების წარმოების წესებისა და დებულებების შემუშავებისათვის;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების, დებულებების, ინსტრუქციებისა და ანგარიშების ფორმების შემუშავებისათვის;

გ) უცხოური ვალუტით ოპერაციების მწარმოებელი ბანკებისათვის სავალუტო პოზიციის ლიმიტების დაწესებისათვის;

დ) ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ფლობის, შენახვისა და მართვისათვის“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                . შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 13 ოქტომბერი.

1639-Iს