საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 23/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 220010000.10(0).080.006265
  • Word
298
23/12/2003
სსმ, 150, 23/12/2003
220010000.10(0).080.006265
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.10.008.006.265

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №298

2003 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9,  მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ (სსმ 25.09.02. №93, გვ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოში მოქმედი ბანკისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ზე ნაკლებს;

 გ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებს და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ზე მეტს 3 (სამი) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ი. მანაგაძე