საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 16/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 01/10/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2003
სარეგისტრაციო კოდი 220010070.10(0).080.005500
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
233
16/09/2002
სსმ, 98, 01/10/2002
220010070.10(0).080.005500
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/2002 - 26/03/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.10.008.005.500

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №233

2002 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის  ოვერდრაფტის გახსნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის” მე-2 და 62-ე მუხლების შესაბამისად და კომერციული ბანკების ლიკვიდობაში შექმნილი დროებითი პრობლემების დაძლევის მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.                 

ი. მანაგაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის  ოვერდრაფტის გახსნის წესი

    მუხლი 1

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიკვიდობაში შექმნილი პრობლემების დასაძლევად კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნის წესს.

2. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის” მე-2 და 62-ე მუხლების საფუძველზე.

3. ოვერდრაფტი ეხსნება ბანკს, რომელსაც შეექმნება გადაუდებელი გადახდის აუცილებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშზე საკმარისი სახსრების უქონლობის გამო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სირთულეები რისკის ქვეშ აყენებს საბანკო სისტემას ან ზიანს აყენებს სახელმწიფო ინტერესებს.

4. ოვერდრაფტი გაიხსნება 2 დღემდე ვადით.

5. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციულ ბანკს უარი განუცხადოს ოვერდრაფტის გახსნაზე, რის შესახებაც მას ეცნობება ერთი საბანკო დღის განმავლობაში.

    მუხლი 2

1. ოვერდრაფტის გახსნის საფუძველია:

ა) კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელზე წარმოდგენილი წერილი ოვერდრაფტის გახსნის აუცილებლობის შესახებ.

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს დასკვნა კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და მისთვის ოვერდრაფტის გახსნის შესაძლებლობის შესახებ;

გ) ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოს თანხმობა ოვერდრაფტის გახსნის თაობაზე.

    მუხლი 3

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოსა და მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე (კომერციული ბანკების ფინანსური მდგომარეობისა და მათთვის ოვერდრაფტის გახსნის შესაძლებლობის შესახებ) თვეში ერთხელ ადგენს ლიმიტებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ოვერდრაფტის გახსნა.

    მუხლი 4

1. მე-2 მუხლში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და მე-3 მუხლში აღნიშნული ლიმიტების გათვალისწინებით ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველო შესაბამისი წერილის მიღებიდან ერთი საბანკო დღის განმავლობაში მოამზადებს შესაბამის განკარგულებას (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის) კომერციული ბანკისათვის ოვერდრაფტის გახსნის შესახებ, რომელიც გადაეცემა ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს. განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს ოვერდრაფტის თანხა, დაფარვის თარიღი და ოვერდრაფტით სარგებლობის პროცენტი, რომელიც განისაზღვრება შესაბამის პერიოდში შესაბამისი ვადიანობის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით.

2. ოვერდრაფტი გაიხსნება უზრუნველყოფის გარეშე.

    მუხლი 5

ოვერდრაფტის ვადაში დაუფარაობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამოიღოს თანხები, კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშიდან და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი სხვა აქტივიდან ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის” 70-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.