„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-3/612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/09/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 27/05/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).003.000367
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-3/612
15/09/1998
გამოუქვეყნებელი, 0, 16/09/1998
000000020.01(2).003.000367
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/09/1998 - 27/05/1999)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.367

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრ ის

ბრძანება 1-3/612  

1998 წლის 15  სექტემბერი 

ქ. თბილისი

 "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით , ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნ ს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 14 ნოემბრის 1-3/687 ბრძანებით დამტკიცებულ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1997 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებულ (020.012.003.128) დებულებაში "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ", კერძოდ: 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას განეკუთვნება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები (მათ ბალანსზე რიცხული ქონებით), რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, ლიკვიდირებას დაქვემდებარებული საწარმოები, შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთა ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო"; 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით უზუფრუქტი (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შესაბამის სამინისტროსთან ან სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება"; ხოლო 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გაცემის ვადას განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად".

2. დაევალოს სამინისტროს:

ა) იურიდიულ სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში აღნიშნული ცვლილებების შეტანის შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად ;

ბ) საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნი რ. ოქრუაშვილი) "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის შემდგომ (იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების შემთხვევაში) მისი გაზეთ "მესაკუთრე"-ში გამოქვეყნება.

3. ცვლილებები "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ძალაში შედის პრესაში გამოქვეყნებისთანავე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველოს (რ. თაბუკაშვილი) და მინისტრის მოადგილეს ბ-ნ მ. გაბუნიას.

მ. უკლება