"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110608007, 08/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016393
  • Word
233
07/06/2011
ვებგვერდი, 110608007, 08/06/2011
290160000.10.003.016393
"სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 233

2011 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სადაზღვევო პოლისების დარიგების წესი (დანართი №5).“.

2. დადგენილებიდამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:

ა) მე2 მუხლის მე‑2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარები;“;

ბ) მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ბ.ა) 2“ ქვეპუნქტი:

„გ2) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალებში დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები;“;

ბ.ბ) „ზდა „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად;

) სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები.“;

გ) მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2011 წლის 1 სექტემბრიდან დაზღვევას არ დაექვემდებარებიან ბენეფიციარები პირადი ნომრის გარეშე ან არაიდენტიფიცირებული მონაცემებით, გარდა ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისა, რომელთათვისაც უნიკალური კოდების მინიჭებას, დასაზღვევ პირთა სიების ფორმირების დროს, უზრუნველყოფს სააგენტო მათ საბოლოო იდენტიფიცირებამდე.“;

დ) მე2 მუხლის მე9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე‑4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ1) „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო;“;

ვ) მე‑4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტები:

 „ა.ვ) „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის – ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას მზღვეველთან;

ა.ზ) „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის – შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.“;

ზ) მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – სსიპ – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი ფილიალის ადგილმდებარეობა;“;

თ) მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.თ“ და „ბ.ი“ ქვეპუნქტები:

„ბ.თ) მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართათვის – კომპეტენტური ორგანოს მიერ მიწოდებული სიით გათვალისწინებული მისამართი;

ბ.ი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციართათვის – შესაბამისი დაწესებულების ადგილმდებარეობა.“;

ი) მე‑5 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, დამზღვევი სადაზღვევო ვაუჩერის საფუძველზე სადაზღვევო ხელშეკრულებას აფორმებს იმ სადაზღვევო კომპანიასთან, რომელიც ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სამედიცინო რაიონში კონკურსში გამოვლინდება გამარჯვებულად. ამასთან, ვაუჩერის პირობების მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარების შემთხვევაში მათი მიკუთვნება ხდება ზუგდიდში, როგორც „სამედიცინო რაიონში“ კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთან.“;

კ) მე6 მუხლის მე‑8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტოს მიერ დარიგებული პოლისების შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს არა უგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვამდე.“;

ლ) მე‑6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბენეფიციართა სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს, პოლისების დარიგების მიუხედავად, სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვის 20 რიცხვამდე.“;

მ) მე6 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

91. დაზღვეულის გარდაცვალების ან ბენეფიციარის მხრიდან დაზღვევაზე უარის თქმის შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის გადახდა წყდება ამ გარემოებების დადგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“;

ნ) მე8 მუხლის მე4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სადაზღვევო ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის სადაზღვევო პოლისის გადაცემა სააგენტოს მეშვეობით, რისთვისაც შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უნაზღაურებს სააგენტოს გაწეული მომსახურების ღირებულებას. თითოეული დაზღვეულისათვის/დამზღვევისათვის დაკონვერტებული სადაზღვევო პოლისის გადაცემის მომსახურების ღირებულება შეადგენს 2,50 ლარს. სააგენტოს მიერ პოლისის გადაცემის მომსახურებასთან დაკავშირებული ანაზღაურება, როგორც კანონმდებლობით ნებადართული შემოსავალი, ირიცხება სააგენტოს მიერ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე და გამოიყენება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.“;

ო) მე8 მუხლს დაემატოს შემდეგინაარსის 41 პუნქტი:

41. სადაზღვევო პოლისში ნათლად და მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შესახებ (მათ შორის, მისამართი, საკონტაქტო მონაცემები, უფლება-მოვალეობები). გარდა ამისა, სააგენტოსათვის სადაზღვევო პოლისების დასარიგებლად გადაცემამდე სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ დაზღვეული პირების ინფორმირება (მათ შორის, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით) დაზღვევის შესახებ.“;

პ) №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

1. გარდამავალი პერიოდისათვის (2011 წლის ივნისი, ივლისი) სადაზღვევო პოლისების დარიგება ხორციელდება „სადაზღვევო პოლისების დარიგების წესის“ (დანართი №5) შესაბამისად შემდეგი ვადების გათვალისწინებით:

ა) 2011 წლის ივნისის თვეში დასაზღვევი პირების სიები სადაზღვევო კომპანიებს გადაეცემათ 1 ივნისის მდგომარეობით და სააგენტოს მიერ მათი დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის დარიგება ხორციელდება ამავე თვეში;

ბ) 2011 წლის ივლისის თვეში დასაზღვევი პირების სიები სადაზღვევო კომპანიებს გადაეცემათ 1 ივლისის მდგომარეობით და სააგენტოს მიერ მათი დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის დარიგება ხორციელდება ამავე თვეში.

2. გარდამავალ პერიოდში (2011 წლის ივნისი, ივლისი) დარიგებული სადაზღვევო პოლისების შესაბამისი სადაზღვევო პრემია ანაზღაურდება არა უგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

3. 2011 წლის აგვისტოს თვეში დასაზღვევი პირების სიების განსაზღვრა‑დამუშავების, სადაზღვევო პოლისების ბეჭდვისა და დარიგების ღონისძიებების მიმართ სრულად გამოიყენება „სადაზღვევო პოლისების დარიგების წესში“ განსაზღვრული ვადები და პირობები.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

  „დანართი №1

ბავშვთა სახლები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, სათემო ორგანიზაციების, მცირე ტიპის საოჯახო სახლები, სკოლა-პანსიონების ჩამონათვალი

 

 

 

ბავშვთა სახლები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები, სათემო ორგანიზაციები, მცირე ტიპის საოჯახო სახლები, სკოლა-პანსიონები

იურიდიული მისამართი

 

1

 

სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

დაბა ახალგორი, 9 აპრილის ქ. №8

2

სსიპ – თბილისის №200 საჯარო სკოლა

თბილისი, ქერჩის ქ. №22

3

 

სსიპ – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლა

 

ქუთაისი, გუმათი, მარცხ. სანაპირო

4

 

სსიპ – ახალციხის №7 საჯარო სკოლა

 

ახალციხე, პეტრე იბერის

ქ. №17

5

 

სსიპ – სიღნაღის რაიონი, სოფ. ზემო ბოდბის სკოლა პანსიონური მომსახურებით

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბე

6

 

სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარის №2 საჯარო სკოლა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარი

7

სსიპ – ჭიათურის №12 საჯარო სკოლა

ჭიათურა, გაგარინის ქ. №10

8

 

სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა

საჯარო სკოლა

თბილისი, გუთნის ქ. №6

9

 

სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლა

თბილისი, ნუცუბიძის

ქ. №5

10

 

 

სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლა

 

ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ., მე-3 შეს.

 

11

 

სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა

ფარნავაზის ქ. №14

 

12

სსიპ - ქუთაისის №44 საჯარო სკოლა

ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. №58

13

 

სსიპ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა

 

ქ. სამტრედია, გრიბოედოვის ქ. №47

14

 

სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი,

სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთი

15

 

კავშირი ცისარტყელა“, ფიზიკური პირი

დავით დუჩიძე

მცხეთის მუნიციპალიტეტი,

სოფ. საგურამო

16

 

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

 

ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №3ა

17

 

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,Every child“

ქ. თბილისი, ირ. აბაშიძის

ქ. №37

18

 

არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი ,,პირველი ნაბიჯი“

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა

19

 

ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №11ა

20

 

თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (2 სახლი)

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №72

21

 

ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი

ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. №2

22

 

 

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (2 სახლი)

 

ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის IV შესახ. №3

 

23

 

კავშირი ,,ბავშვი და გარემო“, რუსთავი, მცირე საოჯახო ტიპის ,,მხიარული ოჯახი“

ქ. რუსთავი, ბარათაშვილის ქ. №19

24

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ,,ბრეს (Breath) საქართველო“

ქ. ქუთაისი, კეკელიძის

ქ. №26

25

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი ,,ბრეს (Breath) საქართველო“

ქ. თელავი, გრ.ორბელიანის ქ. №6

26

 

საქველმოქმედო ფონდი ,,საქართველოს კარიტასი“

თბილისი, ნუცუბიძის მე-2 მ/რ., 3 

27

 

სსიპ – ქ. თბილისის №198 საჯარო სკოლა

 

თბილისი, ჩიქობავას

ქ. №29

28

საქველმოქმედო კავშირი ,,თემი“

ყვარელი, სოფელი გრემი

29

სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი

სიღნაღი, ბარათაშვილის15

30

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ხელი ხელს“

გურჯაანი, თაყაიშვილის 30.

 

დანართი 2

 

 

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

 

 

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

 

 

 

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

 

 

სადაზღვევო ხელშეკრუ-ლებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

1

 

 

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

 

2010 წლის 1 აპრილი

2010 წლის

20 მარტის ჩათვლით

2010 წლის

31 მარტის ჩათვლით

2010 წლის

1 აპრილიდან

10 აპრილის ჩათვლით

2

ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისი

 

 

 

3

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

4

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ2“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

 

 

 

 

2010 წლის 1 მაისიდან კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

5

 

 

 

 

 

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

 

შესაბამის დაწესებულებაში ან მომსახურებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

6

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2011 წლის

1 იანვრიდან იმ ბენეფიციარებზე, რომელთა მონაცემებიც მიწოდებული იქნება 2010 წლის 28 დეკემბრამდე. ამ ვადის შემდეგ – კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

 

 

 

 

 

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

 

 

8

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამის დაწესებულებაში ან მომსახურებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო 2011 წლის 10 ივნისის მდგომარეობით ამ დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარები – 2011 წლის 1 ივლისიდან.“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 „დანართი №5

სადაზღვევო პოლისების დარიგების წესი

1. დასაზღვევ პირების სიების ფორმირების წყაროს წარმოადგენენ დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოები.

2. კომპეტენტური ორგანოებიდან სიების მიწოდება ხორციელდება როგორც წერილობით, ისე სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ელექტრონული ფორმატით, არა უგვიანეს ყოველი თვის პირველსამუშაო დღისა. ამ ვადის ან მოთხოვნილი ფორმატის დარღვევით სააგენტოში სიის წარდგენის შემთხვევაში, შესაბამისი მასალა უბრუნდება წარმდგენს განხილვისა და დამუშავების გარეშე.

3. სააგენტო უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას, დახარისხებას სადაზღვევო კომპანიების მიხედვით და დასაზღვევ პირთა შესახებ მონაცემების გაგზავნას (მხარეთა შორის შეთანხმებულ ელექტრონულ ფორმატში) შესაბამისი სადაზღვევო კომპანიებისათვის, არა უგვიანეს ყოველი თვის 10 რიცხვისა.

4. დაზღვევაზე უფლების მქონე პირების სიები მუშავდება სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით.

5. სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის 10 რიცხვამდე დასაზღვევ პირთა სიების დამუშავების შედეგად დაზღვევაზე განსაზღვრულ უფლებაზე გავლენას არ ახდენს ამ დროიდან სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე დაზღვევის საფუძვლების აღმოფხვრა/ცვლილება, გარდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე დაზღვეულის გარდაცვალების ან დაზღვევაზე უარის თქმის შესახებ იურიდიულად დადასტურებული შემთხვევისა.

6. ამ წესის მე3 პუნქტის შესაბამისად მიღებული მონაცემის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ სააგენტოსათვის დაკონვერტებული (ვაუჩერის პირობების მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის „გ“, „გ1, „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ამავე პუნქტის „ა“, „ა1“, „ბ“, „გ2“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის – ბენეფიციარების მიხედვით), დალუქული და დამოწმებული პოლისების ჩაბარებას სადაზღვევო პერიოდის დაწყების წინა თვის 20 რიცხვამდე.

7. დაკონვერტებული პოლისების ჩაბარებისთანავე სააგენტო უზრუნველყოფს მათ განაწილებას სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებით.

8. პოლისების დარიგება ხორციელდება როგორც დაზღვეულთან/დამზღვევთან ვიზიტის საშუალებით, ისე დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის პოლისის გადაცემით, სააგენტოში პირადად გამოცხადების შემთხვევაში.

9. პოლისების დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის გადაცემა ხორციელდება სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, გარდა ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. ხარვეზის მქონე პოლისები უბრუნდება შესაბამის სადაზღვევო ორგანიზაციას, რომელიც 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას. ხარვეზად განიხილება შემთხვევები, თუ:

ა) დალუქულ კონვერტში მოთავსებული პოლისები არ შეესაბამება კონვერტზე დატანილ მისამართზე მცხოვრები ოჯახის შემადგენლობას;

ბ) ერთსა და იმავე პირზე დაბეჭდილია რამდენიმე პოლისი;

გ) აღმოჩენილია შეცდომა პოლისსა და დაზღვეულის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის (პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სახელისა და გვარის შეუსაბამობა).

11. ამ წესის მიზნებისათვის ხარვეზად განიხილება აგრეთვე შემთხვევები, როდესაც პოლისები წარდგენილი არ არის ოჯახის ყველა წევრზე.

12. თუ სადაზღვევო პოლისების (ხარვეზის მქონე პოლისების გარდა) დარიგება ვერ მოხერხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე, ბენეფიციარის არაიდენტიფიცირების მიზეზით, სადაზღვევო პოლისების დარიგება გრძელდება სადაზღვევო პერიოდის დაწყების პირველი თვის განმავლობაში.

13. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ იმ პირებს, რომლებზეც არ განხორციელდა პოლისების გადაცემა, უუქმდებათ დაზღვევაზე უფლება, რაც ეცნობება მონაცემის წარმდგენ ადმინისტრაციულ ორგანოს და სადაზღვევო ორგანიზაციას. ასეთი პირების დაზღვევა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მონაცემების განმეორებით წარდგენის შემთხვევაში.

14. ამ წესის მე-10 – მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია აჩეროს სადაზღვევო პრემიის გადახდა.

15. სააგენტო უფლებამოსილია აანაზღაუროს სადაზღვევო პრემია სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვიდან:

ა) სადაზღვევო პოლისი დაზღვეულისათვის არა უგვიანეს სადაზღვევო პერიოდის დაწყების პირველ თვეში ჩაბარების შემთხვევაში;

ბ) ამ წესის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.