დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110608006, 13/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016045 |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 7 ივნისი
ქ. ბოლნისი
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №3 დადგენილებით (სსმ, 17/01/2011) დამტკიცებულ 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებლები 70 000 დან 100 000 ქულამდე და მათი ოჯახის ორსული წევრები რომელთაც ზემოაღნიშნული სარეიტინგო ქულები მიენიჭათ 2010-2011 წწ. პერიოდში;“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. საბიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები