„საბაჟო ტარიფისა და გადასახდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბაჟო ტარიფისა და გადასახდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.000.432
  • Word
1631
13/10/1998
სსმ, 2, 26/10/1998
230.140.010.05.001.000.432
„საბაჟო ტარიფისა და გადასახდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 13-14, 8. 04. 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-18 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში სიტყვის „სამინისტროების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და საბაჟო დეპარტამენტის“.

2. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტში სიტყვები „ფინანსთა, ეკონომიკის, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა“ შეიცვალოს  სიტყვებით „ფინანსთა, ეკონომიკის, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებმა, საბაჟო დეპარტამენტმა“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო დეპარტამენტმა 1998 წლის 1 დეკემბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 13 ოქტომბერი.

1631Iს