საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №336 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №336 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2004
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006496
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
336
19/05/2004
ვებგვერდი
200010000.11.117.006496
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №336 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 23/08/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.496

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 336

2004 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში შეიქმნას შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:

ა) ქ. ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექცია;

ბ) ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია;

გ) ხელვაჩაურის ზონალური საგადასახადო ინსპექცია;

დ) შუახევის რაიონული ინსპექცია;

ე) ქედის რაიონული საგადასახადო ინსპექცია;

ვ) ხულოს რაიონული საგადასახადო ინსპექცია.

2. განისაზღვროს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო ინსპექციების შემდეგი სამოქმედო ტერიტორიები და უფლებამოსილებანი:

ა) ბათუმის საოლქო საგადასახადო ინსპექცია ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადების ადმინისტრირებას, საგადასახადო შემოწმებებს, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ მომსახურებასა და საგადასახადო საჩივრების განხილვას, ხოლო ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში – საგადასახადო შემოწმებებსა და საგადასახადო საჩივრების განხილვას;

ბ) ქობულეთის ზონალური საგადასახადო ინსპექცია ქობულეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადების ადმინისტრირებას და კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ მომსახურებას;

გ) ხელვაჩაურის ზონალური საგადასახადო ინსპექცია ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, გადასახადების ადმინისტრირებას და კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ მომსახურებას, ხოლო შუახევის, ქედის და ხულოს რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მონაცემთა დამუშავებას, გადასახადების ადმინისტრირებას და კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ მომსახურებას;

დ) შუახევის, ქედის და ხულოს რაიონული საგადასახადო ინსპექციები შესაბამისი რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში ახორციელებენ გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვასა და გადამხდელთა მომსახურებას.

3. ამ ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საგადასახადო ინსპექციებმა საქმიანობა განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულებების” საფუძველზე.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით გალეგაშვილს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 1 ივნისიდან.

ზ. ნოღაიდელი