,,ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს №249 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 14/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 13/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 200120000.22.330.006924
  • Word
819
14/12/2004
სსმ, 149, 14/12/2004
200120000.22.330.006924
,,ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს №249 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.006.924

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №819

2004 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს №249 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს №249 ბრძანებაში (სსმ III, 2002 წელი, №81, მუხ. 744) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ” ქვეპუნქტი:

,,მ) ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილი ახალი ტიპის თვითწებადი აქციზური მარკა ტარაზე ეწებება ზევიდან (თავსახურზე) რუსული ანბანის ასო ,,Г“-ს ფორმით იმგვარად, რომ აქციზური მარკის მთლიანი ფორმატი მჭიდროდ მიეწებოს გახსნის ადგილს, ერთ გვერდზე (დანართი №1. სურ. 10, სურ. 11, სურ. 12, სურ.13, სურ. 14). აქციზური მარკა დაკრული უნდა იყოს ტარაზე ისეთი სახით, რომ მოცულობის აღმნიშვნელი მაჩვენებელი მოექცეს ზევით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება გვერდზე”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი