საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 18/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.006817
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
735
09/11/2004
სსმ, 133, 18/11/2004
230210000.22.033.006817
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/11/2004 - 29/06/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.006.817

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №735

2004 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა  და/ან სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის შემდგომი სრულყოფის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილისა და 123-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვას, მიმართულებების მიხედვით სავალდებულო რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტებში:

ა) სენაკი-თბილისის გზის მონაკვეთის 243-ე კმ-ზე სოფ. ფარცხანაყანებთან;

ბ) მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის გზის მონაკვეთის მე-9 კმ-ზე სოფ. მისაქციელთან;

გ) ქ. ხაშურში.

2. რეგიონალურმა საბაჟოებმა და მათმა სტრუქტურულმა ერთეულებმა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისას უზრუნველყონ გადამზიდველების ინფორმირება და განმარტების მიცემა ამ ბრძანების პირველ მუხლში აღნიშნული სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე.

3. დანიშნულების საბაჟო ორგანოებმა არ მოახდინონ არააქციზური საქონლის გაშვება გადამზიდავის მიერ ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის დამადასტურებელი აღნიშვნების წარდგნის გარეშე.

4. ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურმა საბაჟო დეპარტამენტთან ერთად უზრუნველყოს სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტების განთავსება ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ადგილმდებარეობის მიხედვით და მათთვის საჭირო ინფრასტუქტურის შექმნა.

5. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სააღრიცხვო-სარეგისტრაციო პუნქტების სადღეღამისო ფუნქციონირება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (გაცილების სამმართველოს) საშუალებით.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი