საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006469
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
270
16/04/2004
ვებგვერდი
200010000.11.117.006469
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №270„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (02/08/2018 - 31/10/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.469

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 270

2004 წლის 16 აპრილი

 ქ. თბილისი

„სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე და 210 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას გადასახადის გადახდის ნიშნების ესკიზი”.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ზ. ნოღაიდელი

შემთხვევითობის აზარტულ თამაშებზე გადასახადის გადახდის ნიშნის ესკიზი

1. შემთხვევითობის აზარტულ თამაშებზე გადასახადის გადახდის შესახებ ნიშნები ხუთი ტიპისაა: (თან ერთვის)

ა) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო აპარატების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „სათამაშო აპარატი”;

ბ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება სათამაშო მაგიდების გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „სათამაშო მაგიდა”;

გ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ტოტალიზატორის სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „ტოტალიზატორი”;

დ) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ბინგოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „ბინგო”;

ე) ნიშნები, რომლებიც გამოიყენება ლოტოს სალაროს გადასახადით დაბეგვრისას წარწერით „ლოტო”.

2. გადასახადის გადახდის ნიშნებში გამოიყენება 4 ფერი;

ა) სათამაშო აპარატებისათვის – მუქი ლურჯი, წითელი, რუხი და იისფერი;

ბ) სათამაშო მაგიდებისათვის – მუქი წითელი – წითელი, რუხი და იისფერი;

გ) ტოტალიზატორის სალაროებისათვის – მუქი ყვითელი – წითელი, რუხი და იისფერი

დ) ბინგოს სალაროებისათვის – მუქი მწვანე, წითელი, რუხი და იისფერი

ე) ლოტოს სალაროებისათვის – მუქი ყავისფერი, წითელი, რუხი და იისფერი

3. გადასახადის გადახდის ნიშანი გაყალბებისაგან დაცულია სპეციალური ელემენტებით.

4. გადასახადის გადახდის ნიშანს გააჩნია სერია, ნომერი და გადასახადით დაბეგვრის პერიოდების აღნიშვნები. ნიშანზე შეტანილია ნიშნის ქვედა ნაწილში კალენდარული თვეების აღმნიშვნელი 1-დან 12-მდე ციფრების სახით.

5. გადასახადის გადახდის ნიშანი, წარმოადგენს ფირნიშს, რომელიც დამზადებულია წებოვანი მასალისაგან და მისი აძრობის შემთხვევაში ზიანდება.

6. გადასახადის გადახდის ნიშნის ზომებია – 60 X95მმ