„საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.000.429
  • Word
1625
13/10/1998
სსმ, 2, 26/10/1998
200.000.000.05.001.000.429
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 32, 1997წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგ ცვლილებები და დამატებები:

1. კოდექსის მთელ ტექსტში სიტყვები საგადასახადო ინსპექცია და საგადასახადო ინსპექციის უფროსი შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით საგადასახადო დეპარტამენტი და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტში სიტყვების სურსათის სამინისტროს შემდეგ დაემატოს სიტყვები ეკონომიკის სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის.

3. 218-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების ფინანსთა სამინისტროს შემდეგ დაემატოს სიტყვები და საგადასახადო დეპარტამენტის.

4. 227-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით შეიმუშავებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ინსტრუქციებს.

5. 229-ე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები ფინანსთა სამინისტროს შეიცვალოს სიტყვებით საგადასახადო დეპარტამენტის.

6. 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც იქმნება და ფუნქციონირებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                     ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 13 ოქტომბერი.

1625I