დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1227 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 14/11/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.006742 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.006.742
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1227
2004 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 თებერვლის №78 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით, ამ დებულებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები
მუხლი 4.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), განთავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;
დ) შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ე) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაანგარიშება წელთა ნამსახურობის მიხედვით;
ვ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად რევიზიის ჩატარება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციების ჩატარების ორგანი-ზება;
კ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარების უზრუნველყოფა;
ლ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება;
მ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ნ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია;
პ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 5.
დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) ამუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის კუთხით;
ბ) ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაანგარიშებასა და გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;
დ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად ატარებს რევიზიას;
ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავებას და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფას, შრომის დისციპლინის კონტროლს;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ზ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზებას და სტაჟირების გავლის კონტროლს;
თ) ახორციელებს კონტროლს სამხედრო-სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობაზე;
ი) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის ატესტაციების ჩატარებას;
კ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურსების ჩატარებას;
ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნასა და რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ბრძანებების რეგისტრაციას;
ნ) აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს;
ო) ახდენს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, აღრიცხვასა, კონტროლსა და ერთიანი რეესტრის წარმოებას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემასა და აღრიცხვას;
რ) მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების დადებას.
მუხლი 6.
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 7.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 8.
დეპარტამენტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის სამი სამმართველო:
ა) სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) სასჯელაღსრულების ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) ტერიტორიული ორგანოების საკადრო რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის სამმართველო.
მუხლი 9.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 11.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრებს მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გადამზადებაზე;
მ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ნ) კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობას, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით, რევიზიების უზრუნველყოფას დადგენილი წესის შესაბამისად;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 12.
დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 13.
საკადრო რესურსების მართვის სამმართველო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის, საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს რედაქციის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფას;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პირად საქმეებს;
დ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის კადრების მუშაობას;
ვ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნას, რეზერვისტთა მიზნობრივ გამოყენებას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვასა და მის ანალიზს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ი) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ლ) სამინისტროს სისტემაში სტაჟიორად დანიშვნისათვის გასაუბრების ორგანიზებასა და სტაჟირების გავლის კონტროლს;
მ) ახორციელებს კონტროლს სამხედრო-სამობილიზაციო, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საქმიანობაზე;
ნ) საგანგებო სიტუაციების დროს უზრუნველყოფს საჭირო ღონისძიებების ჩატარებას;
ო) შეიმუშავებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის შინაგანაწესსა და შრომის დისციპლინის კონტროლს;
პ) დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვასა და კონტროლს;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურეობის მიხედვით;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ს) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 14.
სასჯელაღსრულების ორგანოების საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დათხოვნის, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალი-სების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა პირად საქმეებს;
გ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგნოების თანამშრომელთა პერსონალური და ანბანური ბარათების აღრიცხვა-წარმოებას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საპენსიო გაანგარიშებას წელთა ნამსახურების მიხედვით;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სასჯელაღსრულების ორგანოების კადრების სამსახურების მუშაობას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვასა და მის ანალიზს;
ი) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სასჯელაღსრულების ორგანოებში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 15.
ტერიტორიული ორგანოების საკადრო რესურსების მართვისა და საკადრო პოლიტიკის სამმართველო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო რეესტრის წარმოების ტერიტორიული ორგანოების – სახელმწიფო რეესტრის წარმოების სამსახურის, სააღსრულებო ბიუროების, სააღსრულებო პოლიციის ადგილობრივი განყოფილებების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივების საკადრო უზრუნველყოფას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესის შესაბამისად ამზადებს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს პირად საქმეებს;
დ) მინდობილ სფეროში ახორციელებს შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის კადრების მუშაობას;
ვ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსების ჩატარების ორგანიზებას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის აღრიცხვას და მის ანალიზს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;
ი) ახდენს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვასა და მათზე რეაგირებას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ლ) მოსამსახურეთა შრომითი ინსტრუქციების მომზადებას, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
მ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემასა და აღრიცხვას;
ნ) სამინისტროს სისტემაში უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემას, აღრიცხვასა და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 16.
დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს სამინისტროს ბრძანებების რეგისტრაციას;
ბ) დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს შვებულებისა და მივლინების ბრძანებების პროექტის მომზადებას;
გ) თავისი კომპეტენიის ფარგლებში ახდენს საშვებულებო ერთიანი გრაფიკის შედგენას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტების დამოწმებას;
ე) სამსახურებრივი ცნობების გაცემას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 17.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 18.
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსს, კურატორ მინისტრის მოადგილესა და მინისტრს.
მუხლი 19.
დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას;
დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
მუხლი 20.
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21.
დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 22.
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები