საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 06/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 010024003.22.026.007670
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
247
29/08/2005
სსმ, 105, 06/09/2005
010024003.22.026.007670
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/09/2005 - 07/12/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  010.240.030.22.026.007.670

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №247

2005 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბამო­სი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესა­ბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამი­ნისტროს აპარატის” თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავ­დაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №317 ბრძა­ნება ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარა­ტის დებულების დამტკიცების შესახებ” და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №318 ბრძანება ,,თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარ­ტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრუ­ლებლები.

ი. ოქრუაშვილი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატი (ტექსტში შემდგომში – ,,აპარატი”) არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კანონმდებლობით და თავდაცვის მინის­ტრის სამართლებრივი აქტებით.

3. აპარატი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების გან­ხორ­ციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავ­დაც­ვის სამინისტროს.

4. აპარატი ანგარიშვალდებულია თავდაცვის მინის­ტრის და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

5. აპარატს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარ­წერით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარა­ტი” და შტამპები, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელ­წოდებით, რომელიც გამოიყენება შიდაუწყებრივი მიმო­წერისას.

თავი II

აპარატის ძირითადი ამოცანები

6. აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;

ბ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალე­ბებთან;

გ) სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს არქივის მართვა;

ე) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ვ) შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის სა­მარ­თლებ­რივი უზრუნველყოფის ძირითადი მიმართუ­ლებების განსაზღვრა, ნორმატიული ბაზის სრულყოფა.

ზ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ვიზირება;

თ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგა­ციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნ­ველყოფა.

7. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორ­ციელებლად აპარატი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებუ­ლებებისაგან.

თავი III

აპარატის ხელმძღვანელობა

8. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.

9. აპარატის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

10. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს თავდაცვის მინისტრი.

11. აპარატის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრის შესაბამის მოადგილეს.

12. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.

13. აპარატის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად აპარატის ერთიან საშტატო ნუსხას;

გ) ანაწილებს (ამტკიცებს) მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს აპარატის სტრუქტუ­რული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანა­ყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინის­ტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს, აპარატის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდე­ბობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგი­ლების ან/და მათ მიმართ დისციპლინუი ზომების გამო­ყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზა­დებულ დოკუმენტებს;

ზ) შუამდგომლობს სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად;

თ) პასუხისმგებელია აპარატის ფუნქციების შესრულებაზე;

ი) გამოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოებიდან.

თავი IV

აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები

14. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომში – ,,ქვედანაყოფი”):

ა) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერ­თობის სამმართველო;

გ) იურიდიული სამმართველო;

დ) პროტოკოლის სამმართველო.

15. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რო­მელ­საც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინის­ტრის შესაბამისი მოადგილის წარდგინებით.

16. ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსა­ხურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავა­ლებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრო­მელთა სამსა­ხურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს დებუ­ლებით ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;

თ) ანგარიშს აბარებს აპარატის უფროსს ქვედანა­ყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

17. იურიდიული სამმართველოს უფროსი თავდაც­ვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამო­სილებას ანიჭებს სასამართლოებთან ურთიერ­თობის განყოფილების საჯარო მოხელეებს სასამარ­თლო ინ­სტანციებში თავდაცვის სამინისტროს ინ­ტერესების დაცვაზე.

18. ქვედანაყოფის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

19. განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დავალებებს;

ბ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

გ) აძლევს დავალებებსა და მითითებებს დაქვემ­დებარებული განყოფილებების თანამშრომლებს;

დ) შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

20. საქმისწარმოების სამმართველოს ქვედანაყოფები:

ა) საერთო კანცელარია (განყოფილება);

ბ) საიდუმლო წარმოების კანცელარია (განყოფი­ლება);

გ) სამინისტროს არქივი (განყოფილება).

21. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიც­ხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება;

ბ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუ­მენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლი;

გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;

დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენ­კლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;

ვ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთო­დების სრულყოფა, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენ­ტაციის) სისტემატიზირება და გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამი­ნის­ტროში საიდუმლო საქმის წარმოების ორგანი­ზაცია;

ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკუ­რი კონტროლის ორგანიზაცია;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;

ლ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია.

22. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერ­თობის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება;

ბ) საზოგადოებრივი აზრის შესასწავლის მიზნით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;

გ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღ­რმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;

ვ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;

ზ) თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდ­ვების დეპარტამენტისათვის განაცხადის წარდგენა ჟურ­ნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადების მიზნით, როგორც სამხედრო მოსამსაურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის;

თ) თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპე­რა­ტიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;

ი) მასმედიის წარმომდგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;

კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქ­მედე­ბების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;

ლ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენ­ლებთან ურთიერთობაში;

მ) სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ნ) შეიარაღებულ ძალებში საზოგადოებრივ ურთიერ­თობათა ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობას, ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატა­რების მიზნით;

ო) ახორციელებს სამინისტროს ვებ-გვერდის საინ­ფორ­მაციო უზრუნველყოფას.

23. იურიდიული სამმართველოს სტრუქტუ­რული ქვედანაყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება.

24. იურიდიული სამმართველო ახორციელებს შემ­დეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;

ბ) ახორციელებს სამინისტროში მომზადებული სა­მარ­­თლებრივი აქტების ექსპერტიზას და ვიზირებას;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდ­გენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმა­ტიულ აქტებს ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის;

დ) უწევს იურიდიულ კონსულტაციას სამინისტროს მოსამსახურეებს, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ნორ­­მა­­ტიული აქტების პროექტებს;

ვ) უზრუნველყოფს სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

ზ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართვე­ლოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა გან­ხორ­ციელებაში;

თ) წარმომადგენლობს სამინისტროს ყველა ინსტან­ციის სასამართლოში;

ი) განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

კ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, სამინის­ტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადა­დებებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე;

ლ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქ­ტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების პროექტების შემუ­შავებასა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლი­ლებების შეტანის თაობაზე;

მ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტუ­რული ქვედანაყოფების, სამხედრო ნაწილების (შენაერ­თების) იურისტების საქმიანობას;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტების, პროექტების შემუშავებას;

ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა­გან გამოითხოვს ნებისმიერი სახის (მათ შორის სამარ­თლებრივ დავასთან დაკავშირებულ) დოკუმენტაციას;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს რე­აგი­რებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყო­ფების მიერ კანონმდებლობის და სამინისტროს თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ხასიათის აქტე­ბის მოთხოვნათა დარღვევებზე;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოვალეობებს.

25. პროტოკოლის სამმართველო მინისტრის, მინის­ტრის შესაბამისი მოადგილის, აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, აგრეთვე სა­მი­ნისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ წინას­წარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე ახორციე­ლებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანი­ზების უზრუნველყოფა;

ბ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომად­გენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების დაგეგ­მვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, სერთაშორისო ხელშეკრუ­ლებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპრო­ტოკოლო სატრანსპორტო და სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზება და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი.

თავი V

დასკვნითი დებულება

26. აპარატის დებულების გაუქმება, მასში ცვლი­ლებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.