დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110607021, 08/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016023 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №70
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვილების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ, 117, 31.08.2006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. იმ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული (სალტეზე მიწოდებული) ელექტროენერგიის ის რაოდენობა, რომელიც ელექტროსადგურის მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს შორის მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე სავალდებულო წესით არის შესყიდული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”.
2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:
“თ) ელექტროსადგურის მფლობელ იმ კვალიფიციურ საწარმოსთან, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (სრულად ან ნაწილობრივ) სავალდებულო წესით არის შესყიდული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადებული პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში, სავალდებულო შესყიდვის პერიოდში _ შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით”.
3. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იმ ელექტროსადგურთან (წარმოების ლიცენზიატი ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური), რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) მოქმედი კანონმდებლობის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას. აღნიშნული ხელშეკრულება შესრულებისათვის საჭიროებს იმავე პირობებისა და პროცედურების დაკმაყოფილებას, როგორც პირდაპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, მათ შორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციას”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე
(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი) მ. ვალიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები