დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1536 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 29/08/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/10/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.007657 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/08/2005 - 28/10/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.657
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1536
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 21 თებერვლის №67 ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, 2002 წ., №17, მუხ. 156).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს დებულება აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2
1. დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივის, ღირსების პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპით.
4. დეპარტამენტის დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 3
დეპარტმენტს აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანას განეკუთვნება:
ა) სასჯელაღსრულების სისტემის სამართლებრივი და ორგანიზაციული რეფორმების, პრიორიტეტების, მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების, წინადადებებისა და დასკვნების და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სასჯელაღსრულების სისტემის საინფორმაციო და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
გ) სასჯელაღსრულების სისტემის სისტემატური მონიტორინგი, სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა/აღმოფხვრის მიზნით. რეფორმების მიმდინარეობისა და საკანონმდებლო ცლილებების იმპლემენტაციის მონიტორინგი, ანალიზი, პროგნოზი, აგრეთვე ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად შესაბამისი დასკვნების მომზადება;
დ) სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.
2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) სისტემის წინაშე დასახული აქტუალური პრიორიტეტების შესაბამისად, შეიმუშავებს სისტემის განვითარების პერსპექტიულ და მიმდინარე გეგმებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ბ) ამოწმებს სასჯელის აღსრულების სფეროში დამტკიცებული გეგმების, მინისტრის დავალებების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას;
გ) სწავლობს სასჯელაღსრულების სისტემის ფუნქციონირებაში არსებულ ნაკლოვანებებს, აგრეთვე მსჯავრდებულთა სამართალდარღვევების მიზეზებსა და პირობებს, შეიმუშავებს პრევენციული ხასიათის სათანადო რეკომენდაციებს;
დ) დასახული ღონისძიებების სრულყოფისათვის რეკომენდაციებისა და წინადადების შემუშავების მიზნით, რეგულარულად შეისწავლის სასჯელაღსულების სისტემის მუშაკთა მართლშეგნების დონეს;
ე) შეიმუშავებს რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის განმტკიცებისათვის და რეგულარულად სწავლობს აღნიშნულთან დაკავშირებით მათ აზრს;
ვ) განაზოგადებს სასჯელაღასრულების სისტემის შესახებ მასმედიაში არსებულ ინფორმაციას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნულის საფუძველზე და სამინისტროს პრესცენტრის მეშვეობით რეაგირებს გამოქვეყნებულ მასალებზე;
ზ) აანალიზებს სასჯელაღსრულების სისტემის თაობაზე იუსტიციის სამინისტროში, სასჯელაღსულების დეპარტამენტში, სხვა ორგანოებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსულ საჩივრებს, განცხადებებს, პროკურატურის წარდგინებებს, სასამართლო ინფორმაციებს და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;
თ) განსაზღვრავს სასჯელაღსრულების სისტემის შესაბამისი შემოწმების გეგმებს, ვადებსა და შემმოწმებელთა შემადგენლობას;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს, გამოვლენილ ნაკლოვანებებზე ახდენს შესაბამის რეაგირებას, საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული რეფორმირების შესახებ;
კ) დეპარტამენტის უფროსი 6 თვეში ერთხელ მაინც ანგარიშს აბარებს კურატორ მინისტრის მოად-გილეს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის, პატიმართა უფლებების დაცვის, მათი საარსებო პირობების, სისტემაში არსებული რეჟიმის შესრულების, მასზე არსებული კონტროლის განხორციელების მდგომარეობის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „პატიმრობის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესრულების და განხორციელების არსებული მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 5
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს.
მუხლი 6
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 7
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის შემადგენლობაში სრუქტურული ერთეულის სახით შედის ორი სამმართველო:
ა) მონიტორინგის სამმართველო;
ბ) რეფორმის სამმართველო.
მუხლი 8
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) გამოსცემს დირექტიული ხასიათის წერილებს, რომლებიც სავალდებულოა დეპარტამენტის თანამშრომელთათვის;
ე) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ზ) წარმოადგენს მინისტრთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისებისათვის და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრის წინაშე სვამს საკითხს მოსამსახურეთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, აღდგენის, მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგელობის დაკისრების შესახებ;
ი) წარუდგენს მინისტრს მოსამსახურეთა სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ წინადადებებს;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული სამმართველოს უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
მ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის დეპარტამენტის უფროსი პასუხს აგებს მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 9
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის უფროსს, კურატორ მინისტრის მოადგილესა და მინისტრს.
3. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ახორციელებს თავის საქმიანობას სამმართველოს ფუნქცების ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებსა და მითითებებს.
4. ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს.
5. ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
6. დეპარტამენტის მრჩევლები:
ა) დეპარტამენტის უფროსის დავალების საფუძველზე განახორცილებენ დაკისრებულ ფუნქციებს და განიხილავენ შემოსულ მასალებს;
ბ) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მრჩეველთა სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებებით.
7. დეპარტამენტის სპეციალისტი ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, პასუხისმგებელია საქმის წარმოებაზე და აწარმოებს საკანცელარიო სამუშაოს;
8. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანმდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 10
მონიტორინგის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა წერილობითი და ზეპირი განცხადებების, წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას;
ბ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონების, საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების მოთხოვნათა განუხრელი დაცვის შემოწმებასა და ანალიზს;
გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის კვების უზრუნველყოფის მონიტორინგს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოსამსახურეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის მონიტორინგს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამასახურეთა პირადი საქმეების მონიტორინგს;
ვ) დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომელთა პერსონალური და ანბანური ბარათების აღრიცხვის წარმოების მონიტორინგს;
ზ) ახორციელებს სასჯელაღსრულების მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის, მათი ეფექტური გამოყენების საფინანსო- სამეურნეო საქმიანობის კომპლექსურ და თემატურ მონიტორინგს;
თ) მინისტრთან ან კურატორ მინიტრის მოადგილესთან შეთანხმებით ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან სასჯელაღსრულების სისტემისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილებისა და ხარჯვის მონიტორინგს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს სასჯელაღსრულების სისტემის შენობა-ნაგებობების, დაწესებულებების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, დაცვის მდგომარეობის, სასჯელაღსრულების მოხელეთა მიერ მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ჯეროვანი გამოყენების მონიტორინგს;
კ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეთა მუშაობის ეფექტურობის, მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს;
ლ) თანამშრომლობს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოსთან და სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან არსებულ ადგილობრივ კომისიებთან;
მ) თანამშრომლობს მონიტორინგის განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციებთან;
ნ) ახორციელებს ზეპირი და წერილობითი შეტყობინებების შემოწმებას;
ო) ახორციელებს სასჯელაღსრულების საიდუმლო-ოპერატიული დოკუმენტაციის, უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის, მისი საქმიანობისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმებას;
პ) უფლებამოსილების განხორციელების დროს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ვალდებულია მასალები გადააგზავნოს ქვემდებარეობით შემდგომი რეაგირებისათვის;
ჟ) ხელმძღვანელობის დავალებით იუსტიციის სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად მონაწილეობს სასჯელაღსრულების სისტემის ერთობლივ შემოწმებაში;
რ) უფლებამოსილების განხორცილების მიზნით უფლება აქვს შევიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას;
ს) მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით უფლება აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიტანოს ელექტრონული და ვიზუალური დაკვირვების საშუალებები;
ტ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მინისტრისა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 11
რეფორმის სამმართველო:
ა) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროექტებსა და პაკეტებს;
ბ) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის რეფომის განხორციელების სტადიებს და განსაზღვრავს სამოქმედო გეგმებს;
გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროსთან არსებულ და სასჯელაღსრულების რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან მიმდინარე და სამომავლო რეფორმების დაგეგმვას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას;
დ) შეიმუშავებს სასჯელაღსრულების სისტემის რეკომენდაციებს ნოვაციათა მოქნილი იმპლემენტაციის განსახორციელებლად;
ე) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
ვ) ამზადებს სასჯელაღსრულების სისტემისათვის მეთოდურ-ნორმატიულ მასალებს;
ზ) განაზოგადებს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ ინფორმაციებს;
თ) თანამშრომლობს „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის XVIII თავით გათვალისწინებულ საზოგადოებრივი კონტროლის განმახორციელებელ ორგანზაციებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და რელიგიურ ორგანიზაციებთან;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
კ) მონიტორინგის სამმართველოს მიერ მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს სასჯელაღსრულების სისტემის მოსამსახურეთა მუშაობის ეფექტურობას, მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას, ამზადებს რეკომენდაციებს უფლებამოსილების განხორციელების გაუმჯობესების მიზნით;
ლ) მონიტორინგის სამმართველოს მიერ მოპოვებული მასალებისა და ინფორმაციის მეშვეობით იკვლევს სასჯელაღსრულების სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობ მიზეზებს;
მ) უფლებამოსილია, დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, მოსთხოვოს მონიტორინგის სამმართველოს სასჯელაღსრულების სიტემაში საკითხის ხაზობრივი და კომპლექსური შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
ნ) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მინისტრისა და კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციების შესრულებას.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები