დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110607017, 13/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016054 |
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2011 წლის 31 მაისი
ქ. ცაგერი
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №49 დადგენილებაში (სსმ, №58, 02/12/2010) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
1. დადგენილების დანართი №1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს;“.
1. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს, თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი;“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები