დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 301 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110607012, 07/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.08.002.016244 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №301
2011 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წარმოადგენს სამინისტროს, ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;“;
ბ) 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
ბ) კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;
გ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“;
დ) სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან“ შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები:
დ.ა) სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი;
დ.ბ) ინსტიტუტი „ოპტიკა”;
დ.გ) გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი;
დ.დ) რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი;
დ.ე) ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები