საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №262 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №262 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 200010000.11.117.006454
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
262
15/04/2004
ვებგვერდი
200010000.11.117.006454
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №262 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2018 - 05/10/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.454

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება 262

2004 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამის დამტკიცების შესახებ

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა კვალიფიკაციის დასადგენად, საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების სრულყოფილად და მაღალკვალიფიციურად ჩატარების მიზნით,

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა;

2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების მოხელეთა ატესტაციისა და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა

1. საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებები; საქართველოს მოქალაქეობა; ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს მთავრობა; სასამართლო ხელისუფლება; სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი; სახელმწიფო თავდაცვა; კონსტიტუციის გადასინჯვა; გარდამავალი დებულებები.

2. გადასახადების თეორია

გადასახადების წარმოშობა და მათი განვითარება; გადასახადებზე მოძღვრებათა ევოლუცია; ძირითადი საგადასახადო თეორიები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია; გადასახადების არსი; გადასახადების ფუნქციები; გადასახადების ელემენტები; გადასახადების კლასიფიკაცია; საგადასახადო სისტემა და მათი ფორმირების პრინციპები; საგადასახადო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები; გადასახადების როლი ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებაში; საგადასახადო შეღავათები; საგადასახადო მენეჯმენტი; საგადასახადო დაგეგმვა და პროგნოზირება; საგადასახადო დაგეგმვისა და პროგნოზირების მეთოდები; საგადასახადო კონტროლი; საგადასახადო აუდიტი; საგადასახადო რეგულირება; საერთაშორისო საგადასახადო რეგულირება; ორმაგი დაბეგვრა და მისის აღმოფხვრის გზები.

3. საქართველოს საგადასახადო სისტემა

საგადასახადო კოდექსით რეგულირებული ურთიერთობანი; საგადასახადო სისტემა; გადასახადების დაწესებისა და გადახდევინების სამართლებრივი საფუძვლები; საგადასახადო კანონმდებლობა; გადასახადის ცნება; გადასახადის სახეები.

4. საგადასახადო ცნებები და ტერმინები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით

ეკონომიკური საქმიანობა; სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა; დაქირავებით მუშაობა; საქველმოქმედო საქმიანობა; რელიგიური საქმიანობა; საწარმოები; საქართველოს საწარმო და უცხოური საწარმო; საწარმოს საქმიანობის ადგილი; ინდივიდუალური საწარმოს საქმიანობის ადგილი; საწარმოს მართვის ადგილი; მუდმივი დაწესებულება; ინდივიდუალური საწარმო; ორგანიზაციები; საბიუჯეტო ორგანიზაცია; საქველმოქმედო ორგანიზაცია; რელიგიური ორგანიზაცია; საგადასახადო აგენტი; ურთიერთდამოკიდებული პირები; ფიზიკური პირირეზიდენტი; ფიზიკური პირიმეწარმე; საბაზრო ფასი; საგადასახადო ვალდებულება; კოდექსში გამოყენებულ ტერმინთა განსაზღვრებანი;

5. საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების ზოგადი წესები

საგადასახადო ვალდებულების შესრულება; საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდაციისას; საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზებისას; გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულება; საგადასახადო ვალდებულების შესრულების წესი;

6. საშემოსავლო გადასახადი

გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; ერთობლივი შემოსავალი; ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; ერთობლივი შემოსავლის კორექტირება; ყოველთვიური გამოქვითვის უფლება; საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები; საგადასახადო შეღავათები;

7. მოგების გადასახადი

გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; საწარმოს ერთობლივი შემოსავლის კორექტირება; გადასახადის განაკვეთები; საგადასახადო შეღავათები;

8. გამოქვითვები და ზარალი

შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები; ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება; პროცენტების გამოქვითვის შეზღუდვა; საეჭვო ვალების გამოქვითვა; სარეზერვო ფონდებში გადარიცხვების გამოქვითვა; სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა ხარჯების გამოქვითვა; საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით; ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა; სადაზღვევო შენატანების ხარჯების გამოქვითვა; გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელ სამუშაოთა ხარჯები; არამატერიალური აქტივების ხარჯები; გადასახადებისა და ჯარიმების გამოქვითვის შეზღუდვა; ზარალი ქონების რეალიზაციისას; ზარალის გადატანა;

9. გადასახადის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან

დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან; პროცენტების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან; საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა; არარეზიდენტთა შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;

10. საერთაშორისო დაბეგვრა

უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა; შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში მიღებული შემოსავალი;

11. საგადასახადო აღრიცხვის წესები

საგადასახადო წელი; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საკასო მეთოდით; საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი; საკასო მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით; დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი; დარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტი; თანამფლობელობა; შემოსავლები და დაქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით; სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვის წესი; ლიზინგი (საფინანსო იჯარა); კომპენსირებული გამოქვითვები და რეზერვების შემცირება; მოგება და ზარალი აქტივების მიწოდებისას; აქტივების ღირებულება; მოგების ან ზარალის აუღიარებლობა; ლიკვიდაცია; პარტნიორის წილის სანაცვლოდ გადაცემული აქტივების ღირებულების განსაზღვრის წესი; იურიდიული პირის რეორგანიზაცია; ზარალის გადატანისა და გამოქვითვის შეზღუდვა იურიდიულ პირში წილთა ფლობის ცვლილებისას;

12. გადასახადების ადმინისტრირების წესი

დეკლარაციის წარდგენა; გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი; გადასახადის მიმდინარე გადასახდელები;

13. დამატებული ღირებულების გადასახადი

დამატებული ღირებულების გადასახადის ცნება; გადასახადის გადამხდელები; სავალდებულო რეგისტრაცია; ნებაყოფლობითი რეგისტრაცია; რეგისტრაცია; რეგისტრაციის გაუქმება; დაბეგვრის ობიექტი; საწარმოს მიწოდება; დასაბეგრი ოპერაციის თანხა; დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება; დასაბეგრი იმპორტის თანხა; გადასახადისაგან განთავისუფლება; საქონლის ექსპორტის დაბეგვრა; საერთაშორისო და სატრანზიტო გადაზიდვების დაბეგვრა; ძირითადი საშუალებების მიწოდების დაბეგვრა; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდების დაბეგვრა; დასაბეგრი ოპერაციის დრო; საქონლის მიწოდების ადგილი; სამუშაოების შესრულების ან მომსახურების გაწევის ადგილი; უკუდაბეგვრა; იმპორტის დრო; შერეული ოპერაციები; აგენტის ოპერაციები; დღგ-ის განაკვეთები; დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატანი დღგ; დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ბიუჯეტში შესატანი თანხების განსაზღვრისას; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; დეკლარაციის წარდგენა და დღგ-ის გადახდა; დღგ-ის საანგარიშო პერიოდი; ბიუჯეტთან ანგარიშსწორება საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დარიცხული დღგ-ის თანხაზე გადამეტების შემთხვევაში; დღგ-ის ანაზღაურება გრანტებით შეძენილ საქონელზე; დღგ-ის გადამხდელთა პასუხისმგებლობა და საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლის დაწესება; ფინანსური სანქციები საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

14. აქციზი

აქციზის ცნება; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; დასაბეგრი ოპერაციის თანხა; დასაბეგრი ოპერაციის დრო; ექსპორტის დაბეგვრა; საგადასახადო შეღავათები; საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი; აქციზის განაკვეთები; აქციზის გადახდა; დეკლარაციის წარდგენა; აქციზის დაბრუნება რეექსპორტისას; აქციზური მარკები; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

15. ქონების გადასახადი

გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო შეღავათები; გადასახადის განაკვეთები; გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა; საგადასახადო შეღავათები; გადასახადის განაკვეთები და მისი ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი; ანგარიშგება ქონების გადასახადზე;

16. მიწის გადასახადი

გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; მიწის გადასახადით დაბეგვრის პრინციპები; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადით დაბეგვრისობიექტი; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთები; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გამოანგარიშება; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდის წესი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთები; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გამოანგარიშება; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადახდის წესი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის დარიცხვა; მიწის გადასახადისაგან განთავისუფლება;

17. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი

 გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო განაკვეთები; გადასახადის გადახდის წესი; საგადასახადო შეღავათები;

18. გადასახადი უძრავი ქონების გადაცემისთვის

 გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო შეღავათები; დასაბეგრი თანხის განსაზღვრა; გადასახადის განაკვეთი; გადასახადის გადახდის წესი;

19. გადასახადი მემკვიდრეობისა და ჩუქებისათვის

გადასახადის გადამხდელი; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო შეღავათები; საგადასახადო ბაზის განსაზღვრა; გადასახადის განაკვეთი; გადასახადის გადახდის წესი; წინა გადაცემისათვის გადახდილი გადასახადის ჩათვლა; უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის ჩათვლა;

20. გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისათვის

გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო შეღავათები; დასაბეგრი თანხის განსაზღვრა; გადასახადის განაკვეთი; გადასახადის გადახდის წესი;

21. სოციალური გადასახადი

სოციალური გადასახადი; გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; საგადასახადო შეღავათები; გადასახადის განაკვეთები; გადასახადის განსაზღვრისა და გადახდის წესი;

22. გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის

გადასახადის შემოღების მიზანი; გადასახადის ცნება; გადასახადის გადამხდელები; გადასახადით დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის ოდენობა; გადასახადის გადახდის წესი; საგადასახადო შეღავათები და გადასახადისაგან განთავისუფლება;

23. გადასახადი მავნე ნივთიერეებით გარემოს დაბინძურებისათვის

გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; ლიმიტის განსაზღვრა; გადასახადის განაკვეთები; გადასახადის გადაყვანის კოეფიციენტები; საგადასახადო დეკლარაციის შევსება და გადასახადის გადახდა;

24. გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისთვის და ზენორმატიული დატვირთვისათვის

გადასახადის გადამხდელები; დაბეგვრის ობიექტი; გადასახადის განაკვეთები; გადასახადის გადახდის წესი; საგადასახადო შეღავათები;

25. სამოქალაქო სამართალი, პირები სამოქალაქო სამართალში

ფიზიკური პირები; უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა; პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად; პირის გამოცხადება გარდაცვალებულად; იურიდიული პირები; ცნება და სახეები; იურიდიული პირების უფლებაუნარიანობა; იურიდიული პირის ადგილსამყოფელი; სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირები (კავშირები, ფონდები); საჯარო სამართლის იურიდიული პირები; სახელმწიფო როგორც იურიდიული პირი;

26. სახელშეკრულებო სამართალი

ხელშეკრულებათა სახეები; ნასყიდობის ხელშეკრულება; გაცვლის ხელშეკრულება; ჩუქების ხელშეკრულება; ქირავნობის ხელშეკრულება; ლიზინგის ხელშეკრულება; იჯარის ხელშეკრულება; სესხის ხელშეკრულება; გადაზიდვის ხელშეკრულება; საშუამავლო ხელშეკრულება; საბანკო მომსახურება; ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება; საბანკო გარანტია;

27. მემკვიდრეობის სამართლის ძირითადი ცნებები.

მემკვიდრეობის სამართლის სუბიექტები; მემკვიდრეობის სამართლის ობიექტი; მემკვიდრეობა კანონით;

28. საბაჟო სამართალი

საბაჟო რეჟიმები; საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი); საქონლის რეიმპორტი; საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი; საქონლის დროებით შემოტანა და/ან გატანა; საქონლის ექსპორტი; საქონლის რეექსპორტი;

29. საბაჟო გადასახადელები.

საბაჟო გადასახდელის სახეები; საბაჟო გადასახადები; გადასახადები საბაჟოში; საბაჟო მოსაკრებლები;

30. გაკოტრების სამართალი

გაკოტრების წარმოების წინაპირობები; გაკოტრებაუნარიანობა; გაკოტრების საფუძველი: გადახდისუუნარობა, ზედავალიანება; გაკოტრების წარმოების ფორმალური წინაპირობა; გაკოტრების წარმოების ორგანოები; გაკოტრების საქმეთა განმხილველი სასამართლო; გაკოტრების მმართველი; გაკოტრების მასა; გაკოტრების მასის ცნება; განაწილების წარმოება.

31. სამეწარმეო სამართალი

სამეწარმეო საქმიანობის ცნება; საწარმოს ცნება; ინდივიდუალური საწარმო; სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; კომანდიტური საზოგადოება; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; სააქციო საზოგადოება; კოოპერატივი; რეგისტრაციის ცნება; სამეწარმეო რეესტრის ცნება და მნიშვნელობა; საწარმოთა რეგისტრაციის პირობები; ცვლილებების რეგისტრაცია; ხელახალი რეგისტრაცია; საზოგადოების ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია; რეგისტრაციის გაუქმება; ფილიალის ცნება; ფილიალის რეგისტრაცია;

32. სახელმწიფო სამართალი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი; გადასახადებისა და მოსაკრებლების დაწესებისა და შემოღების სამართლებრივი საფუძვლები;

33. საქართველოს კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ”

სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები. ნორმატიული აქტის ცნება. საქართველოს ნორმატიული აქტები. აფხაზეთისა და აჭარის ნორმატიული აქტები. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა ნორმატიული აქტები. საქართველოს საკანონმდებლო აქტები. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები და ნორმატიული აქტების იერარქია. ნორმატიული აქტების მომზადების მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში.

34. საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”

35. საქართველოს კანონი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”

36. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

37. საქართველოს კანონი “საბიუჯეტო სისტემის შესახებ”

38. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვის სისტემა და პრინციპები; აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები; ფულის ღირებულება დროში; ფულადი საშუალებების აღრიცხვა; ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; ინვესტიციების აღრიცხვა; იჯარის აღრიცხვა; არამატერიალური აქტივების აღრიცხვა; სასაქონლო-მატერიალური აქტივების აღრიცხვა; მოთხოვნების (დებიტორული დავალიანების) აღრიცხვა; ვალდებულებების აღრიცხვა; საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა; ფინანსური ანგარიშგება; მოგების გადასახადის აღრიცხვა; საშემოსავლო გადასახადის აღრიცხვა; დამატებული ღირებულების გადასახადის აღრიცხვა; აქციზის აღრიცხვა; ქონების გადასახადის აღრიცხვა; მიწის გადასახადი აღრიცხვა; ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგება; ბუღალტრული აღრიცხვის საკანონმდებლო საფუძვლები საქართველოში.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

1. საქართველოს კონსტიტუცია. (ცვლილებებით და დამატებებით 2004 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით) თბილისი, 2004.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

3. საქართველოს კანონი “საქართველოში საგზაო ფონდის შესახებ”.

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. თბილისი, 1997.

5. ლ.ჭანტურია – “შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში”. თბილისი, 1997.

6. ზ.ახვლედიანი – “ვალდებულებითი სამართალი”. თბილისი 1999.

7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

8. საქართველოს საბაჟო კოდექსი.

9. საქართველოს საბაჟო კოდექსი. კომენტარები. თბილისი, 1998.

10. “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი.

11. რ. მიგრიაული – “შესავალი გაკოტრების სამართალში”. თბ., 1999.

12. საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”.

13. ლ. ჭანტურია, თ. ნინიძე – “მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარები”, მეორე გამოცემა, 1997.

14. ზ. როგავა “გადასახადები, საგადასახადო სისტემა და საგადასახადო სამართალი”, თბილისი 2002 წ.

15. რ. ძაძამია ფინანსური აღრიცხვა (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით) თბილისი, 2000.

16. ი. მესხია, დ. მაღლაკელიძე, ნ. ვაშაკიძე ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, თბილისი, 2001 წ.

17. ლ. გრიგალაშვილი, გადასახადების აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, თბილისი, 2001 წ.

18. ე. ხარაბაძე, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, თბილისი 2002 წ.

19. ი. მესხია, დ. ჯალაღონია, ბუღალტრული აღრიცხვა. თბილისი, 2003 წ.

20. ი. მესხია, ო. ნიკოლეიშვილი, გადასახადები და დაბეგვრა, თბილისი, 2002 წ.

21. ზ. როგავა საგადასახადო სამართლის საფუძვლები, თბილისი, 2000 წ.

22. საქართველოს კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ”.

23. სისხლის სამართლის კოდექსი.

24. მ. ლეკვეიშვილი, გ.მამულაშვილი – “ეკონომიკური დანაშაული”. თბ. 1999.

25. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონი.

26. საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”.

27. საქართველოს კანონი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.

28. საქართველოს კანონი “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ”

29. საქართველოს კანონი “საბაჟო მოსაკრებლის შესახებ”.

30. საქართველოს კანონი “საბიუჯეტო სისტემის შესახებ”.

31. საქართველოს კანონი “გრანტის შესახებ”.

32. საქართველოს კანონი “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის და გარანტიების შესახებ”.

33. საქართველოს კანონი “ნავთობისა და გაზის შესახებ”

34. საქართველოს კანონისამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ”

35. საქართველოს კანონი “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ”.

36. საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”.

37. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

39. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

40. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

41. საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხემებები, კონვენციები საგადასახადო საქმის სფეროში

42. საქართველოს კანონი “პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ”.

43. საქართველოს კანონი “სტანდარტიზაციის შესახებ”.

44. საქართველოს კანონი “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზის და დაზღვევის შესახებ”.

45. საქართველოს კანონი “კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ”.

46. საგადასახადო სისტემის მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები.