დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №245 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 245 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200010000.11.117.006450 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 07/04/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.11.117.006.450
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №245
2004 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
დანართი 1
ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი:
უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის 5 წლის გამოცდილება, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ცოდნა, პერსონალის მართვის პრინციპების ცოდნა, უცხო ენის და კომპიუტერის ცოდნა.
2. კონსულტანტი, მთავარი სპეციალისტი:
უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის 3 წლის გამოცდილება, საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის და კომპიუტერის ცოდნა.
3. უფროსი სპეციალისტი:
უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის და კომპიუტერის ცოდნა.
4. კონსულტანტი (საქმისმწარმოებელი თანამშრომელი):
უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება, საქმისწარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა. კომპიუტერული პროგრამების WORD-ის და EXCEL-ის ცოდნა.
5. კონსულტანტი (საკადრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი):
უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება, საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა.
6. ბუღალტერი:
უმაღლესი ეკონომიკური განათლება, სპეციალობით მუშაობის 2 წლის გამოცდილება. ბუღალტერიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა. კომპიუტერული პროგრამების WORD-ის და EXCEL-ის ცოდნა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები