დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110607007, 08/06/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230150070.22.033.016197 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №325-№471
2011 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №178, მუხლი 2547) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საგადასახადო ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ფუნქციებსაც განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;“.
2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31.
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ან/და სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღების შემთხვევაში, საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება განახლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) ან/და მტკიცებულების სახით ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დღიდან, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვეოდა საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, განახლებული ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღემდე.“.
3. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დათვალიერების აქტი დგება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ინახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. დათვალიერების აქტი მატერიალური დოკუმენტის სახით გაიცემა დეკლარანტის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში.“.
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.“.
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.
2. საგადასახადო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.
3. იმპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს.
4. იმ სატრანსპორტო საშულებებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათი ან/და გადასახდელებისაგან განთავისუფლება, დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად: ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საგადასახადო ორგანოს, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
5. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.
6. TIR-წიგნაკით გადაადგილებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.“.
6. მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.“.
7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.“.
8. 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საწყობის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს.
4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.“.
9. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით შენახული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და „ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს კონტროლის ზონაში (უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა);“.
10. 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.
4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.“.
11. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები