დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 326 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110607006, 08/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016200 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 326
2011 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება პორტალში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის კონტეინერით) გადაადგილებული სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას.
2. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის.“.
2. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.“.
3. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი №II-02) ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, პორტალამდე გადაადგილების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დასრულებული მოწმობა საწყობიდან სატრანსოპორტო საშუალების დროებით გატანისას სააგენტოს მიერ დეკლარანტზე გაიცემა 1 ეგზემპლარად და მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.“.
4. მე-16 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს.“;
ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.“.
5. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავის მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.“.
6. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.“.
7. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ ქვეპუნქტი:
„თ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით.“.
8. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:
„მუხლი 32 1 . დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:
ა) ეს ცვლილებები არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული (რომლის დასახელება და საქონლის კოდი არ არის მითითებული) ამ დეკლარაციით;
ბ) დაუშვებელია ცვლილებების შეტანა დეკლარაციის გრაფებში: 1 ან/და 8 (მხოლოდ საქონლის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში) და გრაფაში 2 (მხოლოდ საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებული სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში);
გ) დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა, თუ ასეთი ცვლილება იწვევს დეკლარირებული საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის სატარიფო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) ცვლილებას, შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად ან დეკლარანტის მოთხოვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
დ) დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა, თუ ასეთი ცვლილების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.
2. დეკლარანტის წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს დეკლარაციაში ცვლილებების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული დეკლარაციის ეგზემპლარი.
3. დეკლარანტის წერილობითი განცხადებისა და დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:
ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის, საურავისა და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, ხოლო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;
ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც წერილობითი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე და ცვლილებების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, წარედგინება დასკვნა დამატებით გადასახდელი გადასახადების თაობაზე, რომლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე;
გ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით და საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილებების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ახორციელებს ცვლილებას დეკლარაციაში.
5. დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილებების შეტანით, ახალი ეგზემპლარების გაცემით და საქონლის გაშვებისათვის დადგენილი წესით გათვალისწინებული აღნიშვნებისა და ხელმოწერების დაფიქსირებით. ამასთან, დეკლარაციის “C” გრაფაში უნდა დაისვას საგადასახადო ორგანოს დამღა “გაშვების შემდეგ შეცვლილია”, რაც მოწმდება უფლებამოსილი თანამშრომლის ბეჭდითა და ხელმოწერით.“.
9. 34-ე მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს – 1 ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა დეკლარანტს;
ბ) ექსპორტის ან რეექსპორტის დროს – 2 ეგზემპლარად და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება პორტალში.“;
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დასრულებული დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ელექტრონული ფორმით მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.“.
10. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:
„მ1) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.“.
11. 51-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), მისი დაბრუნება საწყობში სავალდებულო არ არის.“.
12. 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიას;“.
13. 77-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს:
ა) შემდეგი შინაარსის „მ.მ“ ქვეპუნქტი:
„მ.მ) კასრები და მსგავსი ტევადობები, რომელიც განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის;“;
ბ) შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი.“.
14. 89-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პირი (ფიზიკური პირის გარდა) საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმპორტის გადასახდელები გადახდილი უნდა იქნეს საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო ამ ინსტრუქციის 82-ე მუხლით გათვალისწინებული „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი საქონლის გაფორმებისას – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები