დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 10/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.006745 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/10/2004 - 09/07/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.006.745
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება �10
2004 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების� დამტკიცების შესახებ
სემეკში 2002 წლის ზამთრიდან მოყოლებული მიმდინარეობს ,,ბუნებრივი გაზის მოხმარების წესებზე� მუშაობა. აღნიშნული წესების დროულად დამტკიცებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი გაზის სექტორში ურთიერთობათა რეგულირებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიანტებს შორის კონკურენციის განვითარების, აგრეთვე ამ სექტორში მოქმედ ლიცენზიანტებს, ლიცენზიანტებსა და მომხმარებლებს შორის არსებული ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სემეკმა დაადგინა:
�მუხლი 1. დამტკიცდეს ,,ბუნებრივი გაზის მოხმარების წესები� (თან ერთვის).
�მუხლი 2. სემეკის შესაბამისმა დეპარტამენტმა გააგრძელოს მუშაობა �ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების� შემდგომი სრულყოფის მიზნით.
�მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე���������� გ. თავაძე
ბუნებრივი გაზის მოხმარების
წ ე ს ე ბ ი
თავი I
საერთო ნორმები და ძირითადი პრინციპები
��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბუნებრივი გაზის მოხმარების წესები (შემდგომში � წესები) ადგენს ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების პირობებს და სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა იმ პირისთვის, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას, მიწოდებას, განაწილებას ან/და მოხმარებას.
2. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა როგორც არის განსაზღვრული ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონით.
3. მიწოდების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა წარმოებს ამ წესებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანასწორუფლებიანობის და თავისუფალი ნების გამოვლენის პრინციპების შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიწოდების ლიცენზიანტს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე).
4. ამ წესებით დადგენილი შემთხვევების გარდა, სემეკის წინასწარი ნებართვის გარეშე (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად) იკრძალება ლიცენზიანტის მიერ მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა.
5. ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტები და ბუნებრივი გაზის მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ წესებში მოცემული ნორმები. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
6. ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში � სემეკი), სემეკთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან ან მიმართოს სასამართლოს, თუ მიაჩნია, რომ ირღვევა მისი უფლებები ან არ სრულდება ამ წესებით გათვალისწინებული ვალდებულებები. აგრეთვე სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
��� მუხლი 2. ძირითადი პრინციპები
1. ბუნებრივი გაზის მიწოდების ძირითადი პრინციპია: ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
2. განაწილების, ან ტრანსპორტირების ლიცენზიანტი ვალდებულია:
ა) ოპერატიულად შეასრულოს მიწოდების ლიცენზიანტის მითითება ამა თუ იმ პირისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე;
ბ) კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად განახორციელოს უწყვეტი მომსახურება ყველა სახის მომხმარებლისთვის;
გ) დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები;
დ) უზრუნველყოს ამ წესების და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულება.
3. ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტი უფლებამოსილია კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით შეწყვიტოს მომსახურება, თუ:
ა) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
ბ) ადგილი აქვს დაუძლეველ ძალას, მათ შორის: სტიქიური უბედურებების, სამოქალაქო არეულობის, საბრძოლო მოქმედებების ან სხვა გარემოებების შემთხვევაში, რომელთა გაკონტროლება, თავიდან აცილება, შეჩერება ან გამოსწორება ლიცენზიანტის მიერ შეუძლებელია და რეალურად უშლის ხელს ბუნებრივი გაზით მომარაგებას;
გ) საჭიროა დაგეგმილი ან ავარიული სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
დ) საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას � ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ;
ე) ადგილი აქვს უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას, ან/და გაზის ხელსაწყოების გამოყენება ქმნის ზიანის მიყენების რისკს � ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
თავი II
ბუნებრივი გაზის განაწილება, მიწოდება და მომსახურება
��� მუხლი 3. გავრცელების სფერო და პირობები
1. ამ თავში მოცემული ნორმები აწესრიგებს ბუნებრივი გაზის სექტორში იმ ლიცეზიანტებსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს, რომლებიც განაწილების ქსელის მეშვეობით ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას ან/და მოხმარებას.
2. ამ თავის მიზნებისათვის ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი � ფიზიკური პირი, რომელიც ბუნებრივ გაზს ყიდულობს და მოიხმარს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი � საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
3. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადგენს ლიცენზიანტისა და მომხმარებელის უფლება-მოვალეობებს.
4. მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება საჭიროებს ბუნებრივი გაზის განაწილების შესაბამისი ლიცენზიანტის ნებართავას.
5. ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მარტივი წერილობითი ფორმით (მათ შორის ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით).
6. განაწილების ან/და მიწოდების ლიცენზიანტმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული წერილობითი პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში.
��� მუხლი 4. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები
1. პირმა, რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად განაცხადი უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ მიწოდების ლიცენზიანტს. მომხმარებელი ვალდებულია ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
2. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) მიწოდების ლიცენზიანტის (კომპანიის) დასახელება;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომერი (აგრეთვე მისაღებია პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით) ან, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია, იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან დაწესებულების სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი და საბანკო რეკვიზიტები;
გ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
დ) მომხმარებელთა რომელ კატეგორიას განეკუთვნება განმცხადებელი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) და მის მფლობელობაში არსებული გაზის ხელსაწყოების აღწერა (აუცილებლობის შემთხვევაში, საექსპლუატაციო საპასპორტო მონაცემები).
3. 2005 წლის 1 იანვრიდან, მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა გააფორმოს მომხმარებელთან ხელშეკრულება, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი, ან წერილობით განუცხადოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი.
4. მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია განაწილების ლიცენზიანტს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი დღის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მიწოდება მომხმარებლისთვის, თუ ხელშეკრულებით ბუნებრივი გაზის მიწოდების სხვა დრო არ არის გათვალიწინებული.
5. განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს უარი თქვას მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზების გამო.
6. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უარი განაცხადოს ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელთან მომხმარებლის მიერთებაზე, როდესაც მომხმარებლის გაზის ხელსაწყოები (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არასერტიფიცირებულია და არ გააჩნია შესაბამისი საექსპლუატაციო საპასპორტო დოკუმენტაცია, აგრეთვე თუ აშკარაა, რომ მომხმარებლის გაზის ხელსაწყოების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს გაზმომარაგების სისტემაზე ან/და განაწილების ლიცენზიანტის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს.
7. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით უზრუნველსაყოფად, განაწილების ლიცენზიანტის მიერ მუშაობის დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს ლიცენზიანტს სამუშაოს შესრულების ადგილთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი, ნებისმიერი უარყოფითი გარემოების შესახებ და გამოყოს მრიცხველის დასაყენებლად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიწოდების ან/და განაწილების ლიცენზიანტის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ დაამონტაჟონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით (საქსტანდარტის) დამოწმებული და დაკალიბრებული მრიცხველი, ჩაატარონ მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის ჩვენების წაკითხვა.
8. განაწილების ლიცენზიანტი პასუხისმგებელია ბრჯენების ტექნიკურად სწორად დადებასა და ისეთი სამმხრივი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიწოდების, განაწილების ლიცენზიანტების წარმომადგენლების, მომხმარებლის და მათგან მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.
��� მუხლი 5. მომსახურების გაწევა
1. მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია ყველა სახის მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ამ წესების შესაბამისად და ოპერატიულად მისცეს განაწილების ლიცენზიანტს სათანადო მითითება მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს მიწოდების ლიცენზიანტის ეს მითითება.
2. მომხმარებელი ვალდებულია ახალი ან/და გარემონტებული გაზის ხელსაწყოების ექსპლოტაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება მიწოდების ლიცენზიანტის მეშვეობით.
3. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და კანონმდებლობით.
��� მუხლი 6. ბუნებრივი გაზის ღირებულების და მომსახურების საფასურის დარიცხვა და გადახდა
1. მომხმარებელმა შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს განაწილების ან/და მიწოდების ლიცენზიანტთა წარმომადგენლების დაშვება მრიცხველთან, რათა მათ რეგულარულად მოახდინონ მრიცხველის შემოწმება და ჩვენების წაკითხვა.
2. მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ყოველთვიურად. გადახდა უნდა განხორციელდეს ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში, რომელიც არ უნდა იყოს საანგარიშო თვის მომდევნო 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ვადა ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ქვითარში მოცემული უნდა იყოს მოქმედი ტარიფები და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა კუბურ მეტრებში, მომხმარებელზე დარიცხული თანხა განაწილების და მიწოდების ლიცენზიანტთათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით, აგრეთვე ლიცენზიანტთა საბანკო ანგარიშები.
4. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, ქვითარში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მიწოდების ლიცენზიანტი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ, აძლევს მითითებას განაწილების ლიცენზიანტს მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ. ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად მოხდება ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
5. ქვითარი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს და არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. ქვითრის არმიღება მომხმარებელს არ ათავისუფლებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
6. დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.
7. დავალიანების გადაუხდელობის გამო ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება უქმე ან დასვენების დღეებში.
8. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული გადასახდელი უნდა გადაიხადოს საბანკო ქსელის მეშვეობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და გამანაწილებელი ერთი და იგივე პირია, გადახდა შეიძლება განხორციელდეს ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით შესაბამის მომსახურების ცენტრებში, მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ადგილი და მისამართი.
9. მიწოდების ან/და განაწილების ლიცენზიანტები ვალდებულნი არ არიან მომხმარებელს წინასწარ აცნობონ მათი სავარაუდო შემოწმების დრო და პერიოდი. ამასთან მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლების იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტების, ფორმის ან/და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი ამოსაცნობი ნიშნების თუ სხვა საშუალებების მეშვეობით.
10. მიწოდების და განაწილების ლიცენზიანტების მიერ ამ წესების შესაბამისად მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
11. მიწოდების ლიცენზიანტი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვასა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ამოღებას. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების და განაწილების ლიცენზიანტებს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის და ქვითრის მომხმარებლისთვის მიწოდების უფლება აქვს მხოლოდ მიწოდების ლიცენზიანტს.
12. განაწილების ლიცენზიანტის მიერ მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიწოდების ლიცენზიანტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება დარიცხულ თანხას � დავა წარმოებს განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის.
13. მომხმარებელს უფლება აქვს მიწოდების ლიცენზიანტთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასური. ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს მიწოდების ლიცენზიანტს.
��� მუხლი 7. მრიცხველის ჩვენებასთან დაკავშირებული დავა
1. თუ მომხმარებლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობას ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, რის გამოც ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი და ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში (აქტის ასლი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს განაწილების ლიცენზიანტს).
2. მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში მიწოდების ლიცენზიანტმა მომხმარებელთან და განაწილების ლიცენზიანტთან ერთად 5 დღეში უნდა შეამოწმოს მრიცხველის ჩვენება და, საჭიროების შემთხვევაში, გამოწეროს ქვითარი შესწორებული ანგარიშით.
3. მრიცხველის დამოწმება ხორციელდება ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ� საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით, ხოლო მრიცხველის სიზუსტის შემოწმებას ახორციელებს დაინტერესებული პირი. დაინტერესებული პირი ვალდებულია აცნობოს დანარჩენ მხარეებს (შესაბამისად: მომხმარებელს, მიწოდების ან/და განაწილების ლიცენზიანტებს) დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მრიცხველის შემოწმების საფასურს იხდის დაინტერესებული პირი. მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, განაწილებისა და მიწოდების ლიცენზიანტები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეადგინონ შესაბამისი აქტი.
4. მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, საქსტანდარტის მიერ აკრედიტებულ ნებისმიერ ორგანოში.
5. მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. ამ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ გადახდილი ზედმეტი საფასური გაიქვითება მომდევნო ანგარიშსწორებისას;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მონაცემები, მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. განაწილების ლიცენზიანტის მიერ ზედმეტად მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს.
6. თუ მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება უნდა მოხდეს მრიცხველის წინა ჩვენების აღრიცხვასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე.
7. მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა არ წარმოებს მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია, და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
��� მუხლი 8. მომსახურების შეწყვეტა და აღდგენა
1. თუ გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება გამოიწვევს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას, მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე მაინც. ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
2. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიწოდების ლიცენზიანტის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღნიშნულ ლიცენზიანტს. მიწოდების ლიცენზიანტი ვალდებულია მომხმარებელს და განაწილების ლიცენზიანტს დაუყოვნებლივ აცნობოს მომსახურების შეწყვეტის თაობაზე და განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის თარიღი. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს უკვე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდისაგან.
3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ერთ თვეზე მეტი პერიოდით არ ჭირდება ბუნებრივი გაზის მოხმარება, იგი ვალდებულია აცნობოს შესაბამის მიწოდების ლიცენზიანტს. მიწოდების ლიცენზიანტი პასუხისმგებელია შესაბამისი აქტის გაფორმებასა და, საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის ან/და გაზის ხელსაწყოების დალუქვის უზრუნველყოფაზე.
4. თუ მომხმარებელი ერთი კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ დაუშვებს მიწოდების ან/და განაწილების ლიცენზიანტის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს გაზის მომარაგება, რის შესახებ მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ ლიცენზიანტის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
5. განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი და საჭიროების შემთხვევაში მრიცხველის რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდაც.
6. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებელისთვის გაზის მიწოდების აღდგენისთვის, განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.
7. საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას მიწოდების ლიცენზიანტის მითითებით, ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიანტი, მომხმარებლის კუთვნილი გაზის ხელსაწყოების, მრიცხველის და ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
��� მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
1. ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებაში იგულისხმება გაზის მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, მრიცხველის ბრჯენების დაზიანება, ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის მრიცხველის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარება.
2. ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიანტს შეუძლია წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომხმარებელს შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება.
3. განაწილების ლიცენზიანტი ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი მიწოდების შესაბამის ლიცენზიანტს.
4. გაზის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, მრიცხველის ბრჯენების დაზიანების, ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის მრიცხველის გვერდის ავლით ბუნებრივი გაზის არასანქცირებულად მოხმარების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიანტის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება;
ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის ან მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიანტის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან. ამ შემთხვევაში ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიანტის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების უწყვეტი წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით);
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს ლიცენზიანტის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს, მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობის და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი კალენდარული თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.
5. განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მისი მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე.
��� მუხლი 10. დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
1. მიწოდების ლიცენზიანტს უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა, თუ მომხმარებელმა, 3-ჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
2. განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს მომხმარებელს მოთხოვოს დეპოზიტზე თანხის შეტანა, თუ მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ამ წესების მე-7 მუხლის შესაბამისად.
3. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით).
4. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ:
ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და დარიცხული თანხა სრულად დაფარა;
ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ან/და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი.
��� მუხლი 11. მრიცხველის მოხსნისა და ოქმის შედგენის წესი
1. მრიცხველის მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, დარღვევის მცდელობის ან სხვა ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, განაწილების და მიწოდების ლიცენზიანტები ვალდებულნი არიან, შეადგინონ აქტი, სადაც აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი:
ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი, და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; სხვა საჭირო ცნობები;
ბ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის, დარღვევის მცდელობის, ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები;
გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი; თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც;
დ) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე უფლება აქვს წარმოადგინოს აქტისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
2. ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ან დარღვევის მცდელობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით უნდა მიეთითოს შემდეგი:
ა) დარღვევის არსი, დრო და ადგილი;
ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში მათი გვარები და მისამართები;
გ) დამრღვევის ახსნა-განმარტება.
3. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული მრიცხველის მოხსნა, ის უნდა ჩაიდოს იზოლირებულ პაკეტში და დაილუქოს. საჭიროებისას, მრიცხველი შემოწმების ჩასატარებლად აქტთან ერთად დაიტერესებული პირის მიერ გადაიგზავნება შესაბამის ლაბორატორიაში.
4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიწოდების ან განაწილების ლიცენზიანტების ან/და მომხმარებლის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნენ �საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის�, ,,საქსტანდარტის� ან/და ქალაქის ენერგოზედამხედველობის წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება დაესწრონ მრიცხველის მოხსნას.
5. მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში დგება აქტი. აქტში დამატებით მოცემული უნდა იყოს შემდეგი:
ა) მრიცხველის ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება;
ბ) ლუქის ნომერი;
გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა მრიცხველი;
დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება.
6. აქტის ერთი პირი გადაეცემა მომხმარებელს � მეორე აქტის შემდგენს, ხოლო მესამე კი გაიგზავნება ლაბორატორიაში მრიცხველთან ერთად.
��� მუხლი 12. ლიცენზიანტთა ვალდებულებები და განაწილების ქსელის გაფართოება
1. მიწოდების ლიცენზიანტი (განაწილების ლიცენზიანტის ინტერესების გათვალისწინებით) ვალდებულია გააფორმოს ბანკთან ისეთი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა გადაირიცხება განაწილებისა და მიწოდების ლიცენზიანტების ანგარიშებზე ერთდროულად, ქვითარში აღნიშნული წილობრივი მაჩვენებლის მიხედვით. განაწილებისა და მიწოდების ლიცენზიანტები ხელშეკრულებით შეიძლება შეთანხმდნენ ანგარიშსწორების სხვა წესზეც.
2. განაწილების ლიცენზიანტს განაწილებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, უფლება აქვს წინასწარი გაფრთხილებიდან 10 დღის შემდეგ შეუწყვიტოს მომსახურება მიწოდების შესაბამის ლიცენზიანტს.
3. განაწილების ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება განაწილების ლიცენზიანტს (ხოლო ტრანსპორტირების ქსელში ბუნებრივი გაზის ოდორიზაცია და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება ტრანსპორტირების ლიცენზიანტს). განაწილებული ბუნებრივი გაზის ხარისხი, წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
4. განაწილების ლიცენზიანტი ლიცენზიის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელს და გაზგაყვანილობის მოწყობილობებს. აგრეთვე უფლება აქვს განახორციელოს საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად ქსელის რეაბილიტაცია.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების ამოქმედების შემდეგ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია განაწილების ლიცენზიანტისთვის განაწილების ქსელის რეაბილიტაციის, კეთილმოწყობის ან/და განაწილების ლიცენზიანტის მიერ განზრახული ქსელის გაფართოებისთვის, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება, ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა.
��� მუხლი 13. ინფორმაციის საჯაროობა
1. მიწოდების ან/და განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის ინფორმაცია:
ა) გაწეული, არსებული და დაგეგმილი მომსახურების და შეღავათების შესახებ;
ბ) ტარიფების და მასთან დაკავშირებულ ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის ისტორიის შესახებ (აღნიშნული ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოცემული აბონენტისთვის);
დ) მისი გასული წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია (საჯარო ინფორმაცია).
2. განაწილების ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ივლისამდე ვალდებულია შეიმუშაოს და წარუდგინოს სემეკს და საზოგადოებას მომავალი წლის სამუშაო გეგმა და საინვესტიციო პროგრამა.
3. მიწოდების ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტომდე ვალდებულია შეიმუშაოს და წარუდგინოს სემეკს და საზოგადოებას ინფორმაცია მომავალი წლის სამუშაო გეგმის შესახებ.
��� მუხლი 14. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები
1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 � მე-6 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა.
2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ წარდგენილ განაცხადში და შესაბამისად ხელშეკრულებაში, დამატებით მოცემული უნდა იყოს ბუნებრივი გაზის წნევა და მოცულობა.
3. მიწოდების ან/და განაწილების ლიცენზიანტისთვის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში � ნებისმიერ დროს.
4. გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, ქვითარში ასახული დავალიანების გადაუხდელობის და გადახდის პირობების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიწოდების ლიცენზიანტი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შეტყობინებიდან არანაკლებ 10 დღის შემდეგ, აძლევს მითითებას განაწილების ლიცენზიანტს მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შესახებ. ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად მოხდება ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
5. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ განაწილების ლიცენზიანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, მიწოდების ლიცენზიანტის მითითებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები