„სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 87/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 18/04/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2005
სარეგისტრაციო კოდი 470320000.11.119.005789
  • Word
87/ნ
10/04/2003
სსმ, 35, 18/04/2003
470320000.11.119.005789
„სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.789

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №87/ნ

2003 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

„სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 184-ე მუხლისა და „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის №7 დანართის შესაბამისად:

ვბრძანებ:

1. „სტიპენდიის და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.02.02 წ., მუხლი №81, გვ. №6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მეათე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„10. დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ცენტრალური აპარატი უმუშევრის შემწეობის (სტიპენდიის) მიმღებ პირთა შესახებ მონაცემებს ყოველთვიურად გადასცემს პროგრამის მომსახურე ბანკსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდს.”;

ბ) მე-4 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3. დანიშნული სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის ოდენობა თანაბარია.”;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მეორე პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე ტენდერის გზით გამოავლენს „უმუშევართა შემწეობის პროგრამის” მომსახურე კომერციულ ბანკს.

2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ ბანკს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს:”

დ) მერვე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-8 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახორციელებს მონიტორინგს ტენდერში გამარჯვებულ კომერციულ ბანკთან დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.”

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე