საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №323 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №323 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 31/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 040030010.11.106.006425
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
323
26/03/2004
სსმ, 35, 31/03/2004
040030010.11.106.006425
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №323 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/2004 - 19/08/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.11.106.006.425

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №323

2004 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულება

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ტექსტში შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით.

თავი II. სამსახურის ამოცანები

3. სამსახურის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.

4. სამსახურის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.

თავი III. სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები

5. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

6. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

7. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

8. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს მინისტრს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების კანდიდატურებს;

დ) აკონტროლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) აბარებს მინისტრს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;

ზ) წარმოადგენს სამსახურს და სამსახურის სახელით იძლევა დასკვნებს;

თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ხელფასისა და პრემიის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს სამსახურის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;

კ) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

ლ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.

9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები სამსახურის უფროსის დავალების საფუძველზე ახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციებს.

თავი IV. დასკვნითი დებულება

10. სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.