"საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110607004, 07/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016136
  • Word
67
07/06/2011
ვებგვერდი, 110607004, 07/06/2011
010130000.22.027.016136
"საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 67

2011 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის №194 ბრძანებით (სსმ III, 05.10.2009, 120,  მუხ. 1388) დამტკიცებულ დანართებში №1-№5 შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71. პასპორტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ პასპორტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნეს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.“.

2. დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

     „მუხლი 71. პასპორტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ პასპორტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.“.

3. დანართ №3-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

4. დანართ №4-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

5. დანართ №5-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

    „მუხლი 71. დოკუმენტში სახელების/გვარების შემოკლება

1. თუ დოკუმენტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნეს დოკუმენტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი