დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2004 წლის 12 ნოემრბის #1398 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110607003, 07/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016135 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №66
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 - 43 პუნქტები:
„41. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.
42. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ მოწმობაზე აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.
43. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.“.
2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 252 მუხლი:
„მუხლი 252. პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში სახელების/გვარების შემოკლება
1. თუ პასპორტში, სამგზავრო პასპორტში ან სამგზავრო დოკუმენტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.
2. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.
3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, მოკლდება სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები