„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1608
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.250.010.05.001.000.424
  • Word
1608
30/09/1998
სსმ, 2, 26/10/1998
010.250.010.05.001.000.424
„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30. 07. 1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 11. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ თანამდებობის პირებს:

ა) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;

ბ) რომელთა დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ;

გ) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;

დ) რომელთაც უკავიათ საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა;

ე) რომელთაც უკავიათ მერიის და/ან გამგეობის ხელმძღვანელის, მათი მოადგილეების, გამგეობის და/ან მერიის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან მოადგილის თანამდებობა, რომელთაც დადგენილი წესით ნიშნავს შესაბამისად მერი და/ან გამგეობის თავმჯდომარე, გარდა სოფლის, თემის და იმ ქალაქის გამგებლისა (მერისა), რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში.

3. საკრებულოს წევრის კანდიდატის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ხდება საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-17 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები ორგანიზაცია და უფლებამოსილება“ შეიცვალოს სიტყვებით ორგანიზაცია, უფლებამოსილება და მუშაობის საჯაროობა“, ხოლო მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიები ასრულებენ საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა პარტიული სიების რეგისტრაციისა და არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენისა. ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას პარტიული სიების რეგისტრაციას ახდენს და არჩევნების საბოლოო შედეგებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.

3. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვის ბარათი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები (ორ ცალად)“.

4. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვების განცხადება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული სიით“ შეიცვალოს სიტყვებით სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად)“, ხოლო მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები კანდიდატის შესაბამისი განცხადება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში“ და და განცხადება, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში“.

5. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები არჩევნებამდე არა უგვიანეს 7 დღისა“.

6. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი საარჩევნო ოლქში მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 30 სექტემბერი.

1608Iს