დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 128 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 28/03/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.220.007199 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.199
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №128
2005 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის „დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” დებულების მე-2 მუხლის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ” განათლების მინისტრის 2002 წლის 5 ივლისის №151 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №70, მუხ. 53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:
1. მე-2 მუხლის 1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 და ა2 ქვეპუნქტები:
,,ა1) უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად;”.
,,ა2) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის აბიტურიენტთა სარეგისტრაციო პუნქტებსა და საგამოცდო ცენტრებს.”.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა1 და ი1 ქვეპუნქტები:
,,ა1) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;”.
,,ი1) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ალ. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები