დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/07/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 03/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.11(1).060.005388 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/07/2002 - 07/10/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.388
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №531
2002 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 171 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესამაბისად, ვბრძანებ:
1. გან საკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შეიქმნას სპეციალური ჯგუფი (შემდგომში – სპეციალური ჯგუფი).
2. სპეციალური ჯგუფის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის (შემდგომში – სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარე) წარდგინების საფუძველზე.
3. სპეციალური ჯგუფის უფროსი და მისი წევრები დაკომპლექტდეს სასამართლო აღმასრულებელთა შემადგენლობიდან.
4. სპეციალური ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია დაევალოს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
5. ნება დაერთოს სპეციალურ ჯგუფს ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშით.
6. დაევალოს სპეციალურ ჯგუფს სააღსრულებო წარმოების სარეგისტრაციო ჟურნალის გახსნა და დადგენილი წესის შესაბამისად მისი ეარმოება.
7. სპეციალურ ჯგუფს გააჩნია ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი.
8. სპეციალური ჯგუფი სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს;
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ მიღებული სასამართლო აქტების აღსრულებას;
ბ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის გათვალისწინებული სხვა აქტების ასრულებას;
9. სპეციალური ჯგუფის წევრს უფლება მიეცეს ამ ბრძანების მე-8 პუნქტით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სააღსრულებო მოქმედება.
10. ამ ბრძანების მე-8 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული აქტების აღსრულებისას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – სააღსრულებო ბიუროების უფროსებს (შემდგომში – ბიუროს უფროსი) დაევალოს აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების დადგენილი წესით ბიუროში მიღების შემდეგ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მოვალეს გაუგზავნოს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
11. ამ ბრძანების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედების შესრულების შემდეგ, თუ დადგენილ ვადაში, მოვალის მიერ არ მოხდება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, დაევალოს ბიუროს უფროსებს, შემდგომი სააღსრულებო მოქმედებების გასატარებლად უზრუნველყონ სააღსრულებო წარმოების მასალების სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა მათი სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის მიზნით.
12. სააღსრულებო წარმოების სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შემთხვევაში სააღსრულებო საბუთი დადგენილი წესის შესაბამისად მოიხსნას სააღსრულებო ბიუროს წარმოებიდან.
13. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 24 აპრილის №68 ბრძანება „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ”.
14. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები