სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმისა და სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმისა და სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 31/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 23/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.270.009885
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
31
31/01/2007
სსმ, 13, 31/01/2007
300320000.22.270.009885
სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმისა და სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/01/2007 - 23/07/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.22.027.009.885

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №31

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმისა და სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7– მე-9 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო სალიცენზიო (დანართი №1) და სახელმწიფო სანებართვო (დანართი №2) რეესტრის თანდართული ფორმები.

2. დამტკიცდეს სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოების თანდართული წესი (დანართი №3).

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 ივნისის №518 და ,,სახელმწიფო სანებართვო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 28 ივნისის №519 ბრძანებები.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ზ. გუნცაძე) დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სალიცენზიო და სანებართვო რეესტრების წარმოებისათვის საჭირო ჟურნალების დამზადება, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა (ზ. იტრიაშვილი) – სახელმწიფო სალიცენზიო და სანებართვო რეესტრების ელექტრონული ვერსიის წარმოებისათვის საჭირო პროგრამულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

 

 

 

 

 

 


 

სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის ფორმა

 

ლიცენზიის მფლობელის საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი)

ადგილსამყო-ფელი, იურიდიული მისამართი (ფიზიკური პირის შემთხვევაში – საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი)

ლიცენზიის მფლობელის სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები

ლიცენზიის მფლობელის სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების თაობაზე (საფირმო სახელწოდების, (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყო-ფლის შეცვლის ან რეორგანიზა-ციის შესახებ)

ლიცენზიით განსაზღვ-რული საქმიანობის სახე

სალიცენზიო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, სალიცენზიო მოწმობის გაცემის თაობაზე სამართლებ- რივი აქტის სახე, თარიღი და ნომერი

მონაცემი ლიცენზი-აში ცვლილებ-ის შეტანის შესახებ

მონაცემი ლიცენ-ზიის გაუქმების შესახებ

მონაცემი სალიცენზიო მოწმობის დუბლი- კატის გაცემის შესახებ

ლიცენ-ზიის გამცემი ორგანო,

 მისი იური-დიული მისამა-რთი

ლიცენ- ზიაზე ხელმომ-წერი თანამდე-ბობის პირი

შენი-შვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      

 

 

 

 

 

 

დანართი 2

სახელმწიფო სანებართვო რეესტრის ფორმა

 

ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი)

ადგილსამ-ყოფელი, იურიდიუ-ლი მისამართი (ფიზიკური პირის შემთხვე-ვაში – საცხოვრე-ბელი ადგილი, სამუშაო ადგილი)

ნებართვის მფლობელის სახელმწიფო რეგისტრა-ციის მონაცემები

ნებართვის მფლობელის სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების თაობაზე (საფირმო სახელწოდების, (სახელის, გვარის), ორგანიზაციუ-ლსამართლებ-რივი ფორმის, ადგილსამყო-ფლის შეცვლის ან რეორგანი-ზაციის შესახებ)

ნებართვით განსაზღვ-რული საქმიანობის სახე

სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი, სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე სამართლებ- რივი აქტის სახე, თარიღი და ნომერი

მონაცემი ნებართვაში ცვლილე-ბის შეტანის შესახებ

მონაცემი ნებართვის გაუქმების შესახებ

მონაცემი სანებართვო მოწმობის დუბლი- კატის გაცემის შესახებ

ნებართ-ვის გამცემი ორგანო,

 მისი იური-დიული მისამარ-თი

ნებარ- თვაზე ხელმომ-წერი თანამდე-ბობის პირი

შენი-შვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოების წესი

1. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი იქმნება ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მათი გაუქმებისა და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შესაქმნელად.

2. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.

3. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად შეიტანება მონაცემები ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი გაუქმებისა და დუბლიკატის გაცემის შესახებ.

4. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში კანონით დადგენილი მონაცემების შეტანა ხორციელდება ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ორგანოების მიერ შესაბამისი მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში.

5. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეტანილი მონაცემების საჯაროობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტი.