დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 30/09/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.11.106.006710 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.710
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1200
2004 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელ-მწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანების (სსმ III, 2004 წ., №105, მუხ. 902) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა – 39;
ბ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – 40.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 27 სექტემბრიდან.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები